„არ მეგულება ქვეყანა, სადაც ანტიდემპინგურმა კანონმა იმუშავა“ - ზვიად ხორგუაშვილი

„არ მეგულება ქვეყანა, სადაც ანტიდემპინგურმა კანონმა იმუშავა“ - ზვიად ხორგუაშვილი

access_time2019-10-27 15:07:49

რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდეციებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.


„როცა იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, ამას ადასტურებს უამრავი ქვეყანა. ორივე ზრდის სიმდიდრეს, იმპორტის შეზღუდვას უარესი შედეგები მოაქვს. თუმცა ექსპორტის ზრდის ორიენტირების დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ.ბოლო ორი წელია მთავრობის პოლიტიკა ემსახურება იმას,რომ სავაჭრო ბალანსი დადებითისკენ წაიყვანოს. ეს გამოსდის, თუმცა რის ფასად?! ლარიზაცია, საპენსიო სავალდებულო სისტემის შექმნა, სწორედ ამას ემსახურება, ეს არაპოპულარული ნაბიჯებია. უარყოფითი სავაჭრო სალდო გრძლევადიან პერსპექტივაში დაიწევს, რაც მეტს ვვაჭრობთ, მით მეტად იზრდება სიმდიდრე.



ანტიდეპინგურ კანონს რაც შეეხება, მე არ მეგულება ქვეყანა, სადაც ამ კანონმა იმუშავა. ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების ეტაპი,როცა ასეთ კანონს იღებ, თუმცა განვითარებული სახელმწიფოებშიც არ არსებობს ისეთი გამოცდილება,რომ ამ კანონს ემუშავა. საქართველოს მთავრობა წლებია უამრავ ფულს ხარჯავს სოფლის მეურნებაში, თუმცა არსებობს ისეთი პროდუქტი, რაზეც ფული არ დაუხარჯავს, ასეთია თხილი. იყო შემთხვევა ჩარევის და კინაღამ მოკლა. იყო წლები როცა თხილის მიმართულებით მსოფლიო ხუთეულში შევდიოდით. ეს ნიშნავს იმას,რომ თხილი თავისუფლების მიცემით განვითარდა. არის სექტორი რაზეც 3 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა და შედეგი გვქონდა უფრო უარესი.


მინდა ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ რატომ არ შემოდის და მცირდება ინვესტიციები. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სასამართლო, ეროვნული ვალუტა. რატომ შემოვა საქართველოში ინვესტორი, როცა ის უყურებს ყველა ამ დეტალს, საეჭვოა საკუთრების უფლება, ვერ იგებს ვინ მართავს ქვეყანას, მთავრობას. აუცილებელია, რომ გვქონდეს მცირე მთავრობა, რაც ნამდვილად ნაკლებ რეგულაციებს მოგვიტანს და მნიშვნელოვანია საკუთრების დაცულობა და სასამართლო მდგომარეობის გაუმჯობესება,“ - ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.





21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up