„არ მეგონა, რომ არაკვალიფიციური კადრები დაუბრუნდებოდნენ ჩვენს ქვეყანას“ - ინვესტიციების შეფერხების კონკრეტული მაგალითები

„არ მეგონა, რომ არაკვალიფიციური კადრები დაუბრუნდებოდნენ ჩვენს ქვეყანას“ - ინვესტიციების შეფერხების კონკრეტული მაგალითები

person access_time2016-03-09 09:30:35

სამშენებლო კომპანია „ივერონი“ წელიწადნახევარია სამშენებლო ნებართვას ელოდება. კომპანიას დიღმის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენება სურს.


7-8 თვეა მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიისგან ვერ მიიღო კომპანია „ბიოტექსმაც“. კომპანია ლილოში სასაწყობე-მეურნეობის აშენებას გეგმავს.


როგორც „კომერსანტთან“ კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ინვესტიციის განხორციელებას გაურკვეველი ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებენ.


გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივი ვადა ის საკითხია, რომელზეც კერძო სექტორი აქტიურად საუბრობს და ხელისუფლებას ამ ვადების შემჭიდროვებას წლებია სთხოვს.


ბიუროკრატიული ბარიერების პრობლემას „კომერსანტმა“ არაერთი სტატია მიუძღვნა. გარდა ზოგადი შეფასებებისა საუბარი კონკრეტულ შემთხვევებსაც შეეხებოდა.


კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ამჯერადაც კონკრეტულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ბიუროკრატია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.


სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის ასაღებად განაცხადი თბილისის მერიაში მერის არჩევნებამდე 2014 წელს ჰქონდა შეტანილი, თუმცა, ამ დრომდე ნებართვა არ აუღია, რის გამოც ინვესტიციას ვერ ახორციელებს.



„სამშენებლო ნებართვები ძალიან ნელა გაიცემა და ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის. მშენებლობის ნებართვის ასაღებად განაცხადი მერიაში შეტანილი მქონდა მერის არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ, სანამ დალაგდა სიტუაცია, საკმაო დრო გავიდა, დაახლოებით 3-6 თვე. 6 თვის მერე მომივიდა შენიშვნა, რომ უნდა შემეცვალა მიწის ნაკვეთის სტატუსი - სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე. სტატუსის შეცვლას მოვუნდი კიდევ 6 თვე. მერიამ გადასცა იუსტიციის სამინისტროს. იქ რატომ გაჩრედა, არ ვიცი, დღემდე პასუხი ვერ გაგვცეს“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.


მისივე თქმით, ყველაფერთან ერთან სამშენებლო პროექტში შენიშვნები ეტაპობრივად მიდის კომპანიასთან, რაც პროცედურებს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.


ბიზნესმენი ამბობს, რომ თბილისის მერიაში მსგავსი საკითხების მიმართ უფრო მოქნილები უნდა იყვნენ და უფრო კომპეტენტურ და სწრაფ პასუხებს სცემდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს.


„ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყანაზე, ბიზნესზე, მოსახლეობაზე. მე თუ სამშენებლო ნებართვას ავიღებ, დასაქმებული მეყოლება მინიმუმ 30-40 კაცი და ჩემნაირი არის ძალიან ბევრი“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.


ინვესტიცია შეფერხებული აქვს კომპანია „ბიოტექსსაც“, რომელსაც საკუთარი საწარმოსთვის სასაწყობე მეურნეობის აშენება სურს.


კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ზაზაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მერიაში პროექტი სხვადასხვა მიზეზის გამო არ დამტკიცდა.


„არ დამტკიცდა პროექტი ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით. ფაქტია, რომ ჯერ გჭირდება ერთთვიანი ლოდინი პასუხის მისაღებად, წესია ალბათ ასეთი. ამ ვადის გასვლის შემდეგ რომ არ მივიღეთ  ნებართვა, ხელახლა მიმართვა გვჭირდება და ასე გადის დრო“, - აცხადებს „ბიოტექსის“ დამფუძნებელი.


სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ ბიუროკრატიული ბარიერები ნამდვილად არსებობს, თუმცა, სად უფრო მეტად არის ამის პრობლემა, არ კონკრეტებს.


ბიროკრატიული პრობლემები არის როგორც მუნიციპალიტეტბში, ისე მაღალ ეშელონებში. არაკვალიციური კადრებიც საკმაოდ ბევრნი არიან. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ არ მეგონა, რომ არაკვალიფიციური კადრები დაუბრუნდებოდნენ ჩვენს ქვეყანას“,- აცხადებს ივა ჭყონია. 

 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up