არ გვექნება ენერგეტიკა - არ გვექნება არაფერი, მოვიმარაგოთ „ვარლამის ნათურები“

არ გვექნება ენერგეტიკა - არ გვექნება არაფერი, მოვიმარაგოთ „ვარლამის ნათურები“

access_time2021-09-24 17:00:12

„არ გვექნება ენერგეტიკა  -   არ გვექნება არაფერი! გვექნება მხოლოდ სხვისი წარმოებული პროდუქცია და ბევრად მეტი საგარეო ვალი, იმისთვის რომ ვიყიდოთ სხვისი პროდუქცია, და მერე საკუთარი ვალუტის კურსი დავიჭიროთ“, - ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბიზნესმენი აღნიშნული პოსტით ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ ინვესტორის ქვეყნიდან გაგდება მაშინ, როცა საგარეო  ინვესტიციების ისტორიულ მინიმუმზე საინვესტიციო აქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს. „კომერსანტი“იაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ფაქტობრივად ჩაიშალა ნამოხვანის პროექტი!


საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც ესმოდა ამ პროექტის მნიშვნელობა როგორც ენერგომომარაგების და უსაფრთხოების ასევე, ზოგადად, სახელმწიფოსთვის, როგორც დიდი საინვესტიციო პროექტის განვითარების შესაძლებლობის კუთხით, არ გაუხარდა ეს ამბავი!


საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, რომელმაც, მათი განცხადებით, გადაარჩინეს ქართული მიწა, წყალი და წიაღი გათურქებისგან და ეს სიმდიდრე დატოვეს ქართველების საკუთრებაში ხელუხლებლად, გაუხარდა, თან ძალიან!


დღეს „ვიზეიმეთ“ გამარჯვება, შევსვით შესაბამისი სადღეგრძელოები და დავმშვიდდით! მერე რას ვშვრებით, მერე? ესაა მთავარი საკითხი!



მერე იქნება შემდეგი:


1. კომპანია აუცილებლად დაიწყებს საერთაშორისო  დავას სახელმწიფოსთან ხარჯების დასაფარავად( მიწები რომ გამოისყიდეს მოსახლეობისგან, იმისი) პლუს მიუღებელი მოგება. არც კი მინდა წარმოვიდგინო რა ხარჯები დააწვება კისერზე ამ ღატაკ ქვეყანას!


2. ინვესტორის გაგდება ქვეყნიდან ისედაც, ფაქტობრივად განულებული საგარეო  ინვესტიციების ფონზე, იქნება საინვესტიციო აქტივობის თითქმის გაუქმება!


3. არც ერთი დიდი ზომის მარეგულირებელი(წყალსაცავიანი) ელექტროსადგური ქვეყანაში აღარ შენდება. ეს იყო  ბოლო პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა. შენდება კანტიკუნტად, აქა-იქ ,მცირე ზომის მოდინებაზე დაფუძნებული სადგურები, რომლებიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ უკიდურესად დამძიმებულ ენერგო მომარაგებაზე. დავრჩით იმპორტის ამარა, ისიც შეზღუდული ტექნიკური  შესაძლებლობით. გაზაფხულზე ორჯერ მოხდა მასშტაბური ავარია გამტარი ხაზების გადატვირთვის გამო და ჩაქრა თითქმის მთელი ქვეყანა. რამდენიმე წელიწადში დაგვეწყება შეზღუდვები და გამორთვები(ესეც გეხსომებათ). 


4. არ გვექნება ენერგეტიკა  -  არ გვექნება არაფერი! გვექნება მხოლოდ სხვისი წარმოებული პროდუქცია და ბევრად მეტი საგარეო ვალი, იმისთვის რომ ვიყიდოთ სხვისი პროდუქცია, და მერე საკუთარი ვალუტის კურსი დავიჭიროთ!


5.  და კიდევ ბევრი რამ....


ასეთი ვითარებაა მეგობრებო!


თუ იკითხავთ გამოსავალი რა არიო, ალბათ ის, რომ მოვიმარაგოთ " ვარლამის ნათურები" ! ოღონდ სად და ვის მივუერთოთ ისინი უნდა გვითხრას მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც პროექტის ჩაშლა გაუხარდა“, - წერს ირაკლი იაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up