„არ გვაქვს მოლოდინი, რომ საერთოდ გვექნება ზამთრის საკურორტო სეზონი“

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ საერთოდ გვექნება ზამთრის საკურორტო სეზონი“

access_time2020-10-22 16:00:54

ზამთრის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად, პანდემიის მეორე ტალღამ ინფიცირებულების რაოდენობის რეკორდული ზრდა და შესაბამისად საკარანტინო სივრცეების მზარდი საჭიროება განაპირობა. გუდაურსა და ბაკურიანში საოჯახო და დიდი სასტუმროების მოლოდინი საკურორტო სეზონთან დაკავშირებით პესიმისტურია, მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტურისტები არც ზამთრის სეზონზე ესტუმრებიან საქართველოს, შესაბამისად ბიზნესისთვის საკარანტინე სივრცედ დარჩენა უფრო მომგებიანია.


„ახლა საკარანტინე სივრცე ვართ, მუდმივად იცვლება სიტუაცია, ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება მომავალში. თუ ფრენები არ იქნება და ჯავშნები არ გვექნება, მაშინ დავრჩებით საკარანტინო სივრცედ.


ძალიან რთულია რამე მოლოდინი გქონდეს ან არ გქონდეს.  ყველაფერი დამოკიდებულია ფრენების აღდგენაზე და რჩება შიდა ბაზარი, რომელიც დიდად ვერ განსაზღვრავს სეზონის ეფექტურობას.  თუ ვერცერთი სტუმარი ვერ დაჯავშნის სასტუმროს, რა თქმა უნდა სანამ საჭიროა საკარანტინე ზონად დავრჩებით“  - ამბობს ბაკურიანის სასტუმრო „კრისტალის“ მენეჯერი გიორგი მაისურაძე.


სასტუმრო „გუდაურა“ მარტის შემდეგ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო სივრცედ მუშაობის შემოთავაზება მიიღეს, სასტუმრო საკურორტო სეზონს მაინც ელოდება.



„ამჟამად, ჩვენი სასტუმრო დაკეტილია, რადგან სეზონის დაწყებას ველოდებით.  საკარანტინო სივრცეზედ მუშაობაზე გვქონდა შემოთავაზება, თუმცა უარი ვთქვით.  მარტის შემდეგ გაჩერებულები ვართ. მაისში ავიღეთ ნებართვები, რომ შევძლებდით ყველანაირი რეგულაციის დაცვით სამუშაოს განახლებას, თუმცა ჯავშნები წინა წლების ჯავშნებთან შედარებით მხოლოდ 15-პროცენტს შეადგენს. მათ შორის უცხოელებისგან მოგვდის შეკვეთებო თუმცა, თუ პოზიტიური სიტუაცია იქნება იმედი გვაქვს გავაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, გუდადურში სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია, მუშაობის აზრს ვერ ხედავენ,“ - ამბობს „კომერსანტთან“  სასტუმრო „გუდაურა“-ს მფლობელი.


აღსანიშნავია, რომ მცირე სასტუმროების ბევრმა მეპატრონემ დედაქალაქში არსებული ეპიდსიტუაციის გამო  გასაქირავებელი ფართების პირადი მოხმარებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს. როგორც სასტუმრო San Valley-ში ამბობენ, ზამთრის 2020 წლის საკურორტო სეზონი შესაძლოა მთის კურორტებისთვის აღარც დადგეს.


 „ვიცავთ რეგულაციებს და ვიღებთ სტუმრებს მაგრამ ძალიან იშვიათად. უიმედოდ ვართ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.  საკითხავია, საერთოდ დაიწყება თუ არა საკურორტო სეზონი. იმედი მინდა მქონდეს მაგრამ არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ საკარანტინო სივრცე არ ვართ , გვაქვს კოტეჯები. ახლა ყველა კოტეჯის მეპატრონე ჩამოსულია, გამოერიდა თბილისს და პირადი მოხმარებისთვის ვიყენებთ ჩვენს ობიექტებს.  დაინტერესება მინიმუმამდეა დაცემული. შეიძლება რამის მოლოდინი გქონდეს, როცა ყოველ დღე ასეთი მზარდი მაჩვენებელია“- აცხადებს სასტუმრო San Valley-ს მეპატრონე.


მარიამ მორგოშია





სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში
access_time2021-01-15 17:00:47
ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up