“არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება“,- ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციებს გაივლის პარტნიორ პარტიებთან და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას:
“ჩვენ, ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად, წყნარად და მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ტყუილის ტირაჟირება“.
ცნობისთვის: დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.
accentnews.ge