არ დავნებდი და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში სიცოცხლეს გავამარჯვებინე

არ დავნებდი და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში სიცოცხლეს გავამარჯვებინე

access_time2018-04-27 16:24:22


ცხოვრება მოულოდნელად უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს, ზოგჯერ კარგს, ზოგჯერ - ცუდსაც. თამარი ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რომ უბრალოდ გაციებისგან გამოწვეული სიცხეები ასე შორს წაიყვანდა და სიცოცხლის გადასარჩენად ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდებოდა: „თავდაპირველად გაციების თანმდევი სიცხეები მქონდა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა, ადგილობრივ პოლიკლინიკაში მითხრეს რომ ფილტვების ანთება მქონდა და ანტიბიოტიკებით მკურნალობა დამინიშნეს“. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია მხოლოდ ერთი ექიმის დიაგნოზს დაჯერდე, რადგან ამის საშუალებას თავადვე არ გაძლევენ. თამარს სხვა ექიმთან კონსულტაცია დასჭირდა, რადგან სიცხეები მის ორგანიზმზე ბატონობას განაგრძობდა. საბოლოოდ ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტს ელენთა ჰქონდა გადიდებული, არცერთი  ანალიზი კი ნორმას არ ექვემდებარებოდა, ამიტომ საჭირო გახდა ჰემატოლოგთან კონსულტაცია. ელენთის ბიოფსიით სიმსივნე დადგინდა და დაინიშნა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი დიაგნოზი კი ჰოჯკინის ლიმფომის მესამე სტადია იყო.


სიმსივნე ის დაავადებაა, რომელიც არათუ უკან იხევს, არამედ პროგრესირებს და ახალგაზრდავდება. ამიტომ საჭირო გახდა ქიმიოთერაპია, რომლის მიზანი სწრაფად მზარდი ავთვისებიანი უჯრედების განადგურება იყო. თამარმა ქიმიოთერაპიის 6 კურსი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში გაიარა.


ონკოლოგიურ პრაქტიკაში ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსურად ოპერაციულ, სხივურ, იმუნო და ჰორმონოთერაპიასთან ერთად. თამარისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ მძიმე და ემოციური აღმოჩნდა. რთულია 20 წლის გოგონამ  ყველა ორგანოს ტკივილს ერთდროულად გაუძლო. ეს ყველაფერი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ძილის წამლებსა და ანტიდეპრესანტებს იღებდა, პარალელურად დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარება: „როცა ქიმიოთერაპიის კურსს გადიხარ ფიქრობ, რომ კარგად აღარასოდეს გახდები. საშინელი პერიოდი გამოვიარე. მქონდა საშინელი დეპრესია, რომელიც თუნდაც სახლში ჩაკეტვით და არსად გახედვის სურვილით გამოიხატებოდა.“



რომ გადარჩე, უნდა იბრძოლო. რომ იბრძოლო, ამის ძალა უნდა გქონდეს. თამარს ძალა გადარჩენისთვის სწორედ მისმა მკურნალმა ექიმმა,  ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკურმა ონკოლოგმა -  ხათუნა ბიბიჩაძემ მისცა, რომელსაც დრო, ენერგია, პროფესიონალიზმი და სითბო არ დაუშურებია, რათა თამარი დაერწმუნებინა, რომ ისინი ერთად დასახულ მიზანს, სიცოცხლეს მიაღწევდნენ: „ხათუნა ექიმი ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი ექიმია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დაავადების კეთილსაიმედო  ვარიანტი მქონდა  და  ბრძოლა ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად შედეგს აუცილებლად გამოიღებდა.“


ხათუნა ექიმის დაპირება ტყუილი არ აღმოჩნდა. ერთ წლიანი თავდაუზოგავი შრომის და მკურნალობის შემდეგ ხათუნა ექიმისთვის დადგა ის საკვანძო დღეც, როცა მან თამარს მკურნალობის საუკეთესო შედეგი აცნობა.


სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ბრძოლაში ღირსეულად  გამარჯვებული თამარი დღეს აქტიურ ცხოვრებით ცხოვრობს. განაგრძობს სწავლას და დიდ დროს ატარებს მეგობრებთან, რომლებსაც მის გამოჯანმრთელებაში ეჭვი არასდროს ეპარებოდათ.


(R)




„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up