„არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს!“

„არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს!“

access_time2022-07-01 14:10:24

ფულის შოვნის „მარტივ“ გზებს საქართველოში აქტიურად ეძებენ და პოულობენ ხოლმე, ოღონდ ფინანსური პირამიდების და თაღლითური სქემების სახით. პრაქტიკაში ვხედავთ იმასაც, რომ პირამიდის ჩამოშლის შემდეგ, ამ „მარტივი შოვნის“ პროცესში ჩართული საზოგადოება როგორ ბრაზობს და როგორ აბრალებს ამ წარუმატებლობას სხვებს (კომპანიას, მეგობრებს, რეკლამას, სოციალურ ქსელებს, მთავრობას... ყველაფერს). ბოლო ასეთი იყო „Teslavideomedia“, რომელიც მომხმარებელს ასეთ რამეს სთავაზობდა — თანხის გადახდის შემდეგ მათ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც სისტემა ანაზღაურებას აძლევდა. საბოლოოდ, ორი დღის წინ აღმოჩნდა რომ, „ტესლავიდეომედია“ ამ „ინვესტორებისთვის“ თანხებს აღარ გასცემს.


და ალბათ მთავარი ამ ისტორიაში ის არის, რომ Google Trends-ის მონაცემებით, ეს ვებგვერდი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო, ანუ — ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული. რატომ?


კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ოთო აბესაძე „ანტერპრენერის“ „ფეისბუქგვერდზე“ ასეთ პოსტს აქვეყნებს.


„2014-2017 წლებში არსებობდა ესეთი მარაზმი QNET, რომლის ვალებსაც დღემდე იხდიან ადამიანები. სწრაფი და მარტივი გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანებისთვისაა ეს შექმნილი და დაიჯერეთ.


ე.წ. “ბოტასზე” გახსოვთ ხომ? ვალით ნაყიდი 1200 USD - იანი აპლიკაცია დღეს რომ უკვე უფასოა ხომ გაფრთხილებდით?



TESLA MEDIA, რომელიც მორიგი თაღლითობაა და არანაირი საერთო არ აქვს რეალურად „ტესლასთან“.


ასევე LYST, რომელიც ყველაზე პრიმიტიული პირამიდაა რაც ოდესმე შექმნილა.


არ დაიჯეროთ, რომ სიარულსა და ვიდეოების ყურებაში გიხდიან ფულს‼️


აგიხსნით ძალიან მარტივად რომ გაიგოთ — „ბოტასს” აღარ შევეხები, ეს უკვე ჩავლილი ამბავია; „ტესლა“ და „ლისტი“, აქ ბევრ მითს მოისმენთ, რომ ვიღაცის მეგობარმა და ვიღაცის ბიძაშვილმა იყიდა ბინა ან დღეში 300 დოლარს გამოიმუშავებს. ასევე ყოველთვის მოგიყვანენ ვინმე „ცნობილის“ მაგალითს რომ აი იმასაც აქვს ან ვინმე „ინფლუენსერი“ გეტყვით, რომ ეს მას აქვს და მაგარია (სინამდვილეში თქვენზე, პირადად თქვენზე აკეთებს ფულს).


მოდი ავიღოთ ევროპაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა გერმანია, სადაც დღეში 300 დოლარი ძალიან დიდი ანაზღაურებაა. ესეიგი გერმანელები არიან ბრიყვები და ქართველები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები ჭკვიანები?


რატომ არის, რომ მხოლოდ დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებშია პოპულარული მსგავსი მარაზმი? არ ჩავყვები მეცნიერულ ანალიზს უბრალოდ მარტივად აგიხსნით. მსგავსი პირამიდის სათავეში მყოფი 100 ადამიანის გარდა ყველა, უკლებლივ ყველა არის პირამიდის შემავსებელი წყარო მხოლოდ. ყველა ეგეთი პროექტი გათვლილია 3-6 თვის ვადაზე.


P.S. ბოტასის მაგალითი გახსოვთ, სადაც 99% მორბენალმა ადამიანმა დაკარგა ფული და 101% გეტყვით, რომ თავისი ამოიღო (საქართველოში არ უყვართ აღიარება).


დაანებეთ თავი ამ სისულელეებს და თუ გადასაყრელი ფული გაქვთ დაეხმარეთ ვისაც მართლა ჭირდება“ - წერს ეკონომისტი „ფეისბუქზე“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up