"არ არის გამორიცხული, ბანკების ძარცვა-ყაჩაღობა "მაზავშიკების" საქმე იყოს"

access_time2018-09-10 19:19:49

"ბანკის დაყაჩაღება თუ გამოუვა, წაგებულს გაისტუმრებს, თუ არადა, იტყვის, მე ვცადე საქმის კაცურად ბოლომდე მიყვანა, მაგრამ "გავისროკეო". თუ დააკავეს, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილი "გაურასხოდონ", ნაწილი კი შემდეგისთვის დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, მისი დაჭერა იმ ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაითვლება, რაც "მაზავშიკისგან" ჰქონდა აღებული"რამდენიმე დღის წინ წერეთლის პროსპექტზე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს, თუმცა დამნაშავემ ვერ მოასწრო - დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ეს ბანკი გასული წლიდან დღემდე მეოთხედ გახდა მძარცველების სამიზნე.


ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბანკის, უმეტესად "ლიბერთისა" და  "საქართველოს ბანკის" ფილიალების, ძარცვა-ყაჩაღობის ათეულობით შემთხვევა მოხდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, მსგავსი დანაშაულების 70% "მაზავშიკებს" უკავშირდება. კერძოდ, როდესაც მოთამაშე დიდ თანხას აგებს, ის ბანკის გატანაზე მიდის. თუ გაუმართლა, ხომ კარგი - წაგებულს იხდის, თუ დააკავეს, ამ შემთხვევაშიც "პირნათელი" გამოდის მოგებულთან, იმ პრინციპით, რომ დიდ რისკზე წავიდა, ბევრს ეცადა, მაგრამ გაიჭედა და "გაისროკა".


ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ კომპეტენტურ პირებთან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ საქმე მართლაც მოთამაშეებსა და დიდ თანხებს უკავშირდებოდეს.


ემზარ საბანაძე, სისხლის სამართლის სპეციალისტი, "საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის" პრეზიდენტი:


- სავსებით შესაძლებელია ეს მართლაც "მაზავშიკების" საქმე იყოს. თუ ახლა ბანკებში შედიან, წინათ ოჯახებში შედიოდნენ. ალბათ, გახსოვთ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ოქროს ბირჟაზე შევარდა და ლომბარდი გაიტანა. ის ახალგაზრდა სამარშრუტო ტაქსით დასავლეთისკენ მიდიოდა, რა დროსაც მცხეთის ხიდზე სპეცრაზმმა ტაქსი ალყაში მოაქცია. როგორც გაირკვა, ახალგაზრდას ფული ჰქონდა წაგებული და ამიტომ შეიქნა იძულებული, დანაშაული ჩაედინა. როცა მოკლეს, ეს "მაზავშიკებში" საპატიო მიზეზად ჩაეთვალა და მისი ოჯახისთვის თანხა აღარავის მოუთხოვია.


"შავი სამყაროს" ინსტიტუტი შევარდნაძის დროსაც მუშაობდა და დღესაც მუშაობს.



- რითია განპირობებული ამ ინსტიტუტის "უკვდავება"?


- უფრო იმის ბრალი მგონია, რომ დღეს ადამიანებს აღარ ეშინიათ ციხეში წასვლის. დღევანდელმა ხელისუფლებამ პატიმრებს ციხეში ისეთი კარგი პირობები შეუქმნა, აღარ აშინებთ იქ მოხვედრა. ცუდი ის არის, როდესაც პატიმრები ციხიდან გამოდიან, თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, იძულებული არიან, დანაშაული ჩაიდინონ და კვლავ ციხეში დაბრუნდნენ.


- მოთამაშეს რით გაექვითება წაგებული? თუ ბანკის გატანას შეეცდება, მაგრამ დააკავებენ, ეს საკმარისია, რომ ვალი აღარ მოსთხოვონ?


- მათ ვადა ეძლევათ. ბანკში შესვლას მას თავისი ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაუთვლიან. თუ გამოუვა, წაგებულს გაისტუმრებს, თუ არადა, იტყვის, მე ვცადე საქმის კაცურად ბოლომდე მიყვანა, მაგრამ "გავისროკეო". თუ დააკავეს, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილი "გაურასხოდონ", ნაწილი კი შემდეგისთვის დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, მისი დაჭერა იმ ვალდებულების შესრულების მცდელობად ჩაითვლება, რაც "მაზავშიკებისგან" ჰქონდა აღებული. ამაზე წამსვლელი სამართალდამცველებთან არასოდეს აღიარებს დანაშაულის მოტივს, ეს, უკაცრავად და, ბოზობაში ჩაეთვლება. ასე რომ, შეიძლება კი არა, დიდი ალბათობით, ბანკების ძარცვა-დაყაჩაღებაში დიდწილად "მაზავშიკების""ხელი ურევია. ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო კონტროლი და საკანონმდებლო ინიციატივები.


- კონკრეტულად, როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა?


- ოპერატიულმა სამსახურებმა კარგად იციან ის ადგილები, სადაც თამაშობენ "მაზავშიკები". კარგი იქნება უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის აღდგენა. მან კარგად იცის, ვინ ცხოვრობს მის უბანში, ვინ რას საქმიანობს. ბავშვთა ოთახების აღდგენაც საშური საქმეა - დანაშაულების 70%-ს არასრულწლოვნები სჩადიან. ბავშვებმა კარგად იციან, რომ 14 წლამდე ყველაფერი შერჩებათ.


- "მაზავშიკები" უმთავრესად სად თამაშობენ?


- თამაშობენ როგორც ტოტალიზატორებში, ისე ინტერნეტშიც. ერთსა და იმავე უბნებში და ერთი და იგივე პიროვნებები 24 საათი რომ უსხედან ნარდს, მაზიანზე თამაშობენ. ვინც კომპიუტერის მეშვეობით თამაშობს, ეგენიც "მაზავშიკები" არიან. ამ საქმეს სამართლებრივად უნდა მიხედვა, თუ აკრძალვა არ შეუძლიათ, კონტროლი მაინც გაუწიონ. მართალია, ყველაფრის აკრძალვამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ხომ აქვთ ოპერატიული თვალთვალისა და მიყურადების საშუალება?


ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება როგორც ძალოვანების მუშაობა, ასევე მასმედიის მიერ ფაქტების სწორად გაშუქება. ინფორმაციის კონკრეტულ ჭრილში მიწოდება ქმნის სასურველ საზოგადოებრივ აზრს.


- როგორც ვიცით, კანონი ბანკების დაცვის თანამშრომლებს შეზღუდვებს უწესებს, მაგალითად, იარაღის გამოყენებაში.
- კანონით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ყველას არა აქვს და ამიტომ ბანკი ყოფილი ოფიცრების (რომელთაც აქვთ ამის უფლება) დაქირავებას ცდილობს.


კვირის პალიტრა





Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up