აქტივისტებმა სასტუმრო რუმსს, სადაც, სავარაუდოდ, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, კვერცხები დაუშინეს.
რუსი პროპაგანდისტის და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები სასტუმროსთან არიან შეკრებილები.
რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა.
მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.
ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს.
მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".