აქტივებზე უკუგებით ლიდერი თიბისია, კაპიტალზე უკუგებით - საქართველოს ბანკი

აქტივებზე უკუგებით ლიდერი თიბისია, კაპიტალზე უკუგებით - საქართველოს ბანკი

access_time2021-09-15 12:00:22

საბანკო სესხებისა და დეპოზიტების 65%-ზე მეტი 2 დომინანტ ბაკზე ნაწილდება, მათზე მოდის ასევე აქტივების 75%-ზე მეტი და წმინდა მოგების 87%. აბსოლუტურ რიცხვებში თიბისი ყველა კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს, თუმცა კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი სჯობნის, აქტივებზე უკუგებით ლიდერად ისევ თიბისი რჩება.


მეორე კვარტლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 2.074 მლრდ ლარს შეადგენს, თიბისის 15%-ით მეტს - 2.383 მლრდ ლარს. საზედამხედველო კაპიტალი საქართველოს ბანკისთვის 3.172 მლრდ ლარია, თიბისისთვის 3.573 მლრდ. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 20.145 მლრდ ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები - 21.357 მლრდ-ს.


კაპიტალზე უკუგებით (ROE) 42.42%-ით საქართველოს ბანკი ლიდერობს, თიბისისთვის ის 41.13%-ა, აქტივებზე უკუგებით (ROA) კი 4.42%-ით ლიდერი თიბისია, საქართველოს ბანკის ROA 4.22%-ა.


ბაკებისთვის, და მითუმეტეს სისტემური ბანკებისთვის, როგორც ROE, ასევე ROA არაადეკვატურად დიდია. 2019 წელს საქართველოს ბანკის კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 24.71%-ს შეადგენდა, რომელიც 2020 წელს 3.42%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი 2.59%-დან, 0.31%-მდე. თიბისის შემთხვევაშიც თუ 2019 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 20%-ს შეადგენდა, 2020 წელს 6.08%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი შესაბამისად 2%-დან 0.63%-მდე.



აბსოლუტური რიცხვების გარდა, მომგებიანობას ეს ორი კოეფიციენტიც განსაზღვრავს და ადგენს, თუ რამდენს გამოიმუშავებს კომპანია მის ხელთ არსებულ ყოველ 1 ლარზე.


საბანკო სექტორს წლიურად მილიარდიანი მოგება არასდროს დაუწერია, წელს ეს უკვე 6 თვეში შეძლო. 7 თვის ანგარიშით ბანკების ჯამურმა მოგებამ 1.240 მლრდ ლარს მიაღწია.


2009 წელს ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა, 2020 წელს 6.2%-ით, მიუხედავად ამისა 2020 წელს, 2009 წლისგან განსხვავებით, საბანკო სექტორის მოგება მინუსში არ გასულა, თუმცა 8.5-ჯერ – 99 მლნ-მდე შემცირდა. მოგების შემცირების ძირითად მიზეზს კონსერვატიული მიდგომით იმაზე მეტი თანხის დარეზერვება შეადგენდა, ვიდრე ამას ეროვნული ბანკი ითხოვდა. 2021 წელს კი რეზერვები ბრუნვაში გაუშვეს, რამაც მათი ბუღალტრული მოგება კიდევ უფრო გაზარდა.


2021 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის წმინდა მოგება 435 მლნ ლარს შეადგენს, თიბისის მოგება – 11.7%-ით მეტს – 486 მლნ ლარს.


გიორგი ელიზბარაშვილი




ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up