„აქსისის“ დამფუძნებელი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია

„აქსისის“ დამფუძნებელი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია

access_time2020-05-28 19:15:45

„აქსისის“ დამფუძნებელი ალექსანდრე მეჟევიძე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სტიმულირების პაკეტი დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივია.


მისივე თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში კარგად არის გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორივე მხარის – მომხმარებლებისა და კომპანიების ინტერესები.


„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ეს ადგილი, „აქსის თაუერსი“ შეირჩა ამ პრეზენტაციისთვის. დღეს ჩვენ ყველამ მოვისმინეთ პრეზენტაცია სტიმულირების პაკეტის, რომელიც იყო დროული, მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი. ეს ფაქტობრივად ყველა სექტორს შეეხო და კარგად იყო გათვალისწინებული კრიზისის მიერ დაზარალებული ორი მხარის ინტერესები. ეს არის ერთი მხრივ მომხმარებელი და მეორე მხრივ კომპანიები, რომლებიც ასევე ადამიანებისგან შედგება და დიდი ზარალი მიიღეს“,- განაცხადა ალექსანდრე მეჟევიძემ.


მეჟევიძის განმარტებით, მისთვის და გუნდისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ აქცენტი გაკეთდა იმ კომპანიებზეც, რომლებმაც 2008 წლის კრიზისი გადაიტანეს.



„არ დაივიწყეს ეს კომპანიები. კომპანიები, რომლებიც არ გაჩერებულან, მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში, მათი ღვაწლი იყო დანახული, ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.


პირველი კრიზისისა და დღევანდელი კრიზისის მახასიათებლები არის ის, რომ ის არის საყოველთაო, ეხება ყველა დეველოპერს, მეორე მახასიათებელია ის, რომ არ არის იოლი პროცესი, ეს მარათონია და არ უნდა დაიმშვიდო თავი წინასწარ, რომ რაღაც იოლი გზა იქნება, უნდა შეხვდე მომზადებული. მესამე და მთავარი არის ის, რომ კრიზისი გაივლის, მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად გავამხნევოთ ერთმანეთი და მომზადებულები შევხვდეთ“,- აღნიშნა ალექსანდრე მეჟევიძემ.


ამასთან, მისივე ინფორმაციით, კარანტინის პერიოდში შესყიდვები არათუ შემცირდა, საერთოდ გაჩერდა.


„იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისები, ძირითადად შეჩერებული იყო  გაყიდვები  და შესაბამისად, ამ პერიოდში კომპანიები იძულებულები ხდებიან, შეამცირონ ხარჯები, თანამშრომლები გაუშვან და ა.შ. ეს ხალხი ფაქტობრივად დგება რისკის ქვეშ, რომ დარჩნენ უსამსახუროდ. გაყიდვები, რა თქმა უნდა, შემცირდება, ეს დინამიკა გაგრძელდება, ჩვენ თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ჩვენ ვიცით, რომ, სამწუხაროდ, შემოდგომაზე სავარაუდოდ მეორე ტალღა იქნება მსოფლიოში და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი“,- აღნიშნა ალექსანდრე მეჟევიძემ.


წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.


1tv.ge



თეგები:
აქსისი



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up