„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნება

„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნება

person access_time2016-03-24 08:39:36

სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსსმა“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels & Resort -სთან ხელშეკრულება  გააფორმა. ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონის ძეგლთან მდებარე  „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება.


კონტინენტური ევროპის უმსხვილეს ფრანგულ  ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმრო Pullman-ი,   5 კონტინენტზე, 31 ქვეყანაშია წარმოდგენილი.  სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.


2006 წელს კომპანია „აქსის დეველოპმენტმა  საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობას, ჩაუყარა საფუძველი. 2015 წელს კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა.  „აქსის თაუერსი“ არის პროექტი, რომელიც თანამედროვე, მომავლის თბილისის სახედ შეიძლება იქცეს. კომპანია „აქსისის“ მისიაც სწორე ისეთი პროდუქტის შექმნაა, რომელიც საქართველოში ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს დანერგავს. „აქსის დეველოპმენტი“ 1998 წელს დაარსდა და უკვე 12 პროექტი განახორციელა.



დღეისათვის „აქსის თაურსში“ მშენებლობის 46%-ია შესრულებული. მშენებლობის საბოლოოდ დასრულება  2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.


კომპანია „აქსის დეველოპმენტის“ დირექტორის,  გიორგი კაპანაძის თქმით,  „აქსის თაუერსი“  ჭავჭავაძის გამზირის  საქმიანი ცხოვრების ცენტრად ჩამოყალიბების პროცეს შეუწყობს ხელს.  ასევე მოახდენს ტურისტული ზონის გაფართოვებას, ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით. ისეთი ცნობილი ბრენდ სასტუმროს არსებობა კი, როგორიც არის სასტუმრო Pullman-ი, კიდევ  უფრო მნიშველოვანს გახდის ამ ადგილს დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.


სასტუმრო Pullman-ის გარდა  „აქსის თაუერსში“განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. მასში იფუნქციონირებს ფიტნეს და სპა ცენტრი,  25 მეტრი სიგრძის აუზი მოძრავი სახურავითა და ღია ტერასით,  ასევე 12-მდე პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება „სქაი ბარი“.  


2500 კვ.მ დაეთმობა დასასვენებელ და სარეკრეაციო ზონას.  შეიქმნება საჯარო სივრცე, საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს  აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს და მას სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შესძენს.




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up