„აქსის თაუერსის“ ქვის კოშკში 1 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის ღირებულება 4,290 ლარიდან იწყება (ფოტო)

„აქსის თაუერსის“ ქვის კოშკში 1 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის ღირებულება 4,290 ლარიდან იწყება (ფოტო)

access_time2018-09-13 12:00:00

„აქსის თაუერსის“ ქვის და მინის კოშკების მოსაპირკეთებელი სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ კომპანია „აქსისის“ პრესსამსახურში მიაწოდეს. 


„ქვის კოშკში, რომელიც მოპირკეთებულია LAMINAM-ის თეთრი ფერის კერამიკული ფილით BIANCO STATUARIO VENATO, განთავსებულია საცხოვრებელი ფართები. რაც შეეხება მინის კოშკს, იგი SAINT GOBAIN – PLANICLEAR - ის დაბალემისიური მინითაა შეფუთული. მინის კოშკი დაეთმობა A კლასის ბიზნეს ცენტრს და 5 ვარსკვლავიან სასტუმრო “PULLMAN-ს, რომელიც მე-19 სართულიდან განთავსდება“  — განაცხადეს „აქსისის“ პრესსამსახურში. 




კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „აქსის თაუერსში“  A კლასის საოფისე ფართების გაქირავება დაიწყო.


ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების,  როგორიცაა Alcon და Sanofi – ის ოფისები მინის კოშკში განთავსდება. კომერციულ სივრცეში გაიხსნება აგროჰაბი და მაღაზია ზუმერი. ასევე საფეხმავლო ქუჩაზე თავს მოიყრის ევროპული და ქართული რესტორნები, კაფეები და ბარები. 



საცხოვრებელი ფართები განთავსებულია ქვის კოშკში და გაყიდვები მიმდინარეობს, ნახევარზე მეტი საცხოვრებელი ფართები უკვე გაყიდულია. რაც შეეხება ფასს 1 კვ.მ-ის ღირებულება 4,290 ლარიდან იწყება.


 


„აქსის თაუერსის საცხოვრებელი ბინებით ძირითადად ინტერესდებიან საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე, როგორც საქართველოს მოქალაქე ასევე არარეზიდენტი პირები - აქსის თაურესი მათთვის საუკეთესო საინვესტიციო გადაწყვეტილებაა. ეს არის მთლიანად ქართული პროექტი, განხორციელებული ქართველი სპეციალისტების მიერ, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით“ -აცხადებენ კომპანიაში. 



„აქსის თაუერსის“ მშენებლობა დეველოპერული კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით მიმდინარეობს, რომელიც  92 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.  


ნინო ნატროშვილი

 

 






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ

შემდეგი ეტაპი: Tesla მსოფლიოს წინააღმდეგ
access_time2018-11-14 21:00:00
Tesla ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციას განაგრძობს - ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოში 500,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც, Navigant Research-ის მიხედვით, მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების 20%-ს წარმოადგენს. აშშ-ის ბაზარზე Tesla გაცილებით მეტ ავტომობილს ყიდის, ვიდრე Nissan Leaf, GM Chevy Bolt და სხვ. თუმცა დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში Tesla-ს გაცილებით რთულ კონკურენტუნარიან გარემოში მოუწევს...


მსგავსი სიახლეები

up