„აქსის თაუერში“  „აგროჰაბის“  მარკეტის გახსნა  გადაიდო

„აქსის თაუერში“ „აგროჰაბის“ მარკეტის გახსნა გადაიდო

access_time2018-05-22 17:30:00

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერისშენობაში  „აგროჰაბისკიდევ ერთი მარკეტის გახსნა გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა.


მისი ინფორმაციით, მარკეტი „აქსის თაუერში“ მიმდინარე წლის მაისში უნდა გახსნილიყო, თუმცა, იმის გამო, რომ „აქსის თაუერსის“ სამშენებლო სამუშოები ჯერ არ დასრულებულა, მისი გახსნა ოქტომბრამდე გადაიდო.


მისივე განმარტებით, მარკეტი დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის კონფიდენციალურია.


როგორც ჯაშიაშვილი აცხადებს, მიმდინარე წლისთვის იგეგმება მესამე მარკეტის გახსნაც, თუმცა,ჯერჯერობით ადგილი შერჩეული არ არის. „ამჟამად, მარკეტისთვის ადგილის მოძიებაში ვართ. სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, რეგიონების ათვისებაც“ - აღნიშნავს ჯაშიაშვილი.



მისივე თქმით, „აგროჰაბისმომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და გაფართოებაც სწორედ ამ მიზნით ხდება, რომ მეტი მომხმარებელი დააკმაყოფილონ.

 

საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ მარკეტი 2016  წლის დეკემბერში გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. „აგროჰაბში“ ნატურალური, ახალი, ჯანსაღი აგროპროდუქტი იყიდება. რაც შეეხება წარმოებას, კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება, როგორიცაა არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის ბრენდით იყიდება.


 

გარდა ამისა, „აგროჰაბში სხვადასხვა სახის წარმოებაა. კერძოდ, საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტის. კომპანია „აგროჰაბს გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმაც.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up