“აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვით ხალხს ვკლავთ” - რატომ ამბობს ლუკაშენკო კარანტინზე უარს

“აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვით ხალხს ვკლავთ” - რატომ ამბობს ლუკაშენკო კარანტინზე უარს

access_time2020-04-02 16:20:34

ბელარუსი შვედეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც კოვიდ-19 ინფექციის გამო, მასობრივი იზოლაციის წინააღმდეგია - მსოფლიო პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საზოგადოების ოთახებში გამოკეტვას მიუღებლად მიიჩნევს.„ამ აქოთებულ ოთახებში ჩაკეტვა - ეს მეთოდი არაა, ჩვენ ამ ოთახებში ხალხს ვკლავთ, ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ და გვახსოვს, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისას, ან გრიპის დროს უნდა ვიაროთ გარეთ, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ოთახები გავანიავოთ" - განაცხადა ლუკაშენკომ ეროვნული ასამბლეის რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კოჩანოვასთან, რომელსაც ბელარუსული სააგენტო „ბელტა" ციტირებს.


ლუკაშენკო ასევე აღნიშნავს, რომ ჩაკეტილ ოთახებში მყოფი ადამიანები, ხშირად ვირუსულ ატმოსფეროში არიან და არავინ არ იცის ისინი ჯანმრთელები არიან, თუ უკვე დავირუსებულები, რის შედეგადაც მისი აზრით, ხშირად მკურნალობა დაგვიანებულიც კი არის ხოლმე.


„ზუსტად ამიტომაც არ მესმის მათი, ვინც დღეს იზოლაციას, დაკეტვას, დაბლოკვას არჩევს, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით" - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი არ ჩაიტარა.


მანამდე პრეზიდენტმა კოჩანოვასთან განაცხადა, რომ ქალაქ ვიტებსკში კორონავირუსით ათი ექიმი დაინფიცირდა.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მეზობელმა კოვიდ-19 ინფექციის გამო საზღვრები ჩაკეტა, ბელარუსის საზღვრები ისევ ღიაა, ქვეყანაში შესულთათვის 2-კვირიანი კარანტინი მოქმედებს.



ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები აკრძლულია არაა, რასაც ასობით გულშემატკივარი ესწრება. თავად პრეზიდენტი ლუკაშენკოც საჯაროდ გამოჩენას არ ერიდება, მეტიც ყინულის ჰოკეისაც თამაშობს.


"უმჯობესია ფეხზე მდგომი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დაჩოქილმა იცხოვრო. ეს მაცივარია, ეს ჯანსაღია, სპორტზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით ყინულზე, რომელიც ნამდვილი ვირუსის საწინააღმდეგო წამალია" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.


ქვეყანაში ბარები რესტორნები და საჯარო თავშეყრის ადგილები კვლავ ფუნქციონირებს. ბელორუსში კორონავირუსით ინფიცირების 160-ზე მეტი შემთხვევა, ოფიციალურად დადასტურებული გარდაცვალების ერთი შემთხვევაა.


მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსული პანდემიის ფონზე საკარანტინო რეჟიმი არ არსებობს, ეს შვედეთია - ამ ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები, ბარები, რესტორნები და მაღაზიები ფუნქციონირებას ისევ განაგრძობენ.


შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი ამ ვითარებას იმით განმარტავს, რომ შვედი ხალხი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ზომებს თავად დაარეგულირებენ.


გაზეთი „რეზონანსი“


თეგები:
ლუკაშენკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up