„აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას“

„აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას“

access_time2018-09-10 17:00:00

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საწვავის ფასებზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.


„კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:


„ბოლო პერიოდში საწვავის ბაზარზე, საკმაოდ მტკივნეულად ვითარდება მოვლენები და ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს გადასცდა. შესაბამისად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მრავალი კომენტარი თუ პროგნოზი მოვისმინე ( ნუ ცალკე საკითხია რამდენად კვალიფიციური იყო ეს პროგნოზები, ვინ ვის გამართლებას ცდილობდა და ვინ რითი ხსნიდა პროცესების ამგვარ განვითარებას).



მოკლედ რა ხდება, ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება უკვე ასცდა 2.65 ლარს, აღნიშნულ მატებას, ნავთობპროდუქტების ლობისტები და არამხოლოდ ისინი ხსნიან 3 ძირითადი ფაქტორით. ესენია: 1) ეროვნული ვალუტა, 2) საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება და 3) გაზრდილი აქციზის განაკვეთი.


  1. ეროვნული ვალუტა :


სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ბოლო ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა, მართლაც გაუფასურდა დოლართან მიმართებაში 3 პუნქტით. მაგრამ რამდენად შეეძლო, მას საწვავის ფასის მსგავსად გაძვირება, თითქოს ყველაფერი წესრიგშია 3 პუნქტით გაუფასურდა ლარი, საშუალოდ 3 თეთრით გაძვირდა ყველა ტიპის საწვავი და ერთი ლიტრი სუპერის მინიმალური ღირებულება 2.55 ფარგლებშია. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება, თუ ჩვენ წინა თვის მონაცემებს ჩავხედავთ, აგვიტოს მეორე ნახევრისკენ ერთი ლიტრი სუპერის ფასი 2.53 ლარის ფარგლებში ფიქსირდებოდა, ამავე პერიოდში ერთი დოლარი 2.60 ლარი ღირდა, ანუ ზუსტად იგივე ნიშნულზე იყო რაც დღეს, თუმცა საწვავის ფასი როგორც ვხედავთ ერთი და იგივე ნარჩუნდებოდა. მაშინ რამ განაპირობა ამჟამად საწვავზე ბასების მატება ?! დაკვირვებული თვალი იტყვის, იმ ხანად ერთი ბარელი 65 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა და ამიტომო, თუ ასეა მაშინ აგვისტოშივე რატომ ეჭირათ უკვე გაძვირებული ფასი კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე ?!




2)მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს ნავთობის ფასის მატება სიმართლეს არ შეესაბამება. ბაზარზე მიმდინარეობს ჯანსაღი ვაჭრობა და ბოლო კვირის მანძილზე, ფასების შემცირების ტენდენციაც კი ფიქსირდება.



რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებსა დ მათ კორელაციას ქართულ ბაზართან:



დავიწყოთ ცოტა შორიდან, თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი.



3) აქციზის განაკვეთი და მისი შედეგები:


აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ საწვავის ფასის კოლოსალური ზრდა გამოიწვია აქციზის გადასახადის გაზრდამ, რომელიც 1 იანვარს შევიდა ძალაში. ცხადია, აქციზის განაკვეთმა, ნამდვილად მოახდინა გავლენა საწვავის ფასზე, მაგრამ ეს ზრდა არ აღემატებოდა ლირტზე 15 %.




რაც შეეხება აქციზის განაკვეთის შემცირებას და ამ მექანიზმით საწვავზე ფასების დაწევას, აღნიშნული მექანიზმის გამოყენებას ჩვენს რეალობაში ვერ ექნება, გრძლევადიანი და მუდმივმოქმედი შედეგი, იმდენად რამდენადაც, ოლიგოპოლიურ და კარტელურ ბაზარზე გადასახადების, ამა თუ იმ ფორმით, შემცირებას მოსახლეობაზე და პროდუქტის ფასზე, აქვს მიზერული შედეგი. აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას, ამის შემდეგ ეს თანხა, ისევ კომპანიების ანგარიშებზე წავა (თუმც არც ესაა ცუდი ეკონომიკისთვის, თუ ბიზნეს მეტ ფულს დაუტოვებთ) მაგრამ საწვავის ფასზე ამ უკანასკნელს რეალური შედეგი ვერ ექნება“-წერს ბაირახტარი. 


„კომერსანტი“ 





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up