“აქციზის გაზრდა, გაორმაგება  იმიტომ მოხდა, რომ მოგების გადასახადში გვქონდა დანაკლისი

“აქციზის გაზრდა, გაორმაგება იმიტომ მოხდა, რომ მოგების გადასახადში გვქონდა დანაკლისი

access_time2018-11-26 14:40:13


დღგ-ს ავანსით დაბეგვრა, დღგ-ს დაბრუნების ავტომატური მოდელი, დაგროვებითი პენსიის რეფორმა, - ამ და საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს რადიო კომერსანტისა და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ პროექტში „ჩემი აუდიტორი“. გადაცემის წამყვანის, „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა შურღაიას კითხვებს კრესტონ პაპიაშვილის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი პასუხობდა.



„დაახლოებით ათი სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება „ბიზნესის კეთების“ რეიტინგი, ყველა მათგანი ბიზნესის კეთებასთანაა დაკავშირებული. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მაღალი შეფასება და ზრდა გვაქვს სწორედ გადასახადის სიმარტივის ნაწილში, სადაც მე-6 ადგილზე ვართ, წინსვლა გვაქვს ბიზნესის დაწყების კრიტერიუმის ნაწილშიც, რისი მიზეზიც ისაა, რომ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში, იუსტიციის სახლში დღგ-ს გადამხდელად დარეგისტირდნენ. ძირითადად, ორი მიმართულებით გამარტივდა პროცესი : ერთია დეკლარაციების შევსების დრო, რომელიც 270 საათი იყო და ჩამოვიდა 200-220 საათამდე, მეორე მაჩვენებელია ის, რომ გადასახადი მთლიან მოგებაში საგადასახადო ტვირთვის მთლიანი მაჩვენებელი გახდა.
ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს უთუოდ დიდი წარმატებაა. აქ არის პოზიციები, სადაც ჩვენ არც ისე კარგი რეიტინგი გვაქვს მაგალითად, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელში, რომელიც აფასებს ექსპორტ-იმპორტის დროს და ხარჯებს 43-ე ადგილი გვაქვს, ხოლო გადახდის უუნარობის წარმოების მაჩვენებელში მე-60 ადგილზე ვართ.“



რაც შეეხება დღგ-ს ავანსით დაბეგვრის ნაწილს, დავით პაპიაშვილის თქმით, იგი პრობლემებს გააჩენს ადმინისტრირების ნაწილში და ბუღალტრებს სამუშაოს გაურთულებს.



„ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუ რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებებით, ყველაზე მასშტაბური სწორედ ეს საკითხი გახლავთ. თავის დროზე აქტიურად გამოვდიოდი ნეგატიური კონტექსტით ამ თემებთან დაკავშირებით, თუმცა ბიზნესის მხრიდან სათანადო აქტიურობა ვერ დავინახე. ეს ნაწილი გაართულებს აღრიცხვიანობას, ბუღალტერისთვის ეს პროცესი უფრო შრომატევადი გახდება, რაც ყოველდღიურ მუშაობის ხარისხზე აისახება და ბუნებრივია შეცდომების დაშვების ალბათობაც დიდი იქნება,“ - ამბობს დავით პაპიაშვილი.



ის ასევე დასძენს, რომ ავანსების დღგ-თი დაბეგვრა სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე მოხდა : „ თუ მშენებლობებშია პრობლემა მაშინ დანარჩენი დარგები მაინც უნდა გავათავისუფლოთ,“ - ამბობს იგი.



გადაცემაში ასევე ისაუბრეს დღგ-ს დაბრუნების ავტომატურ მოდელზე. ელექტრონული პლატფორმა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ჩაეშვება, ფინანსთა სამინისტროს თქმით, კიდეც უფრო გაზრდის დაბრუნებული თანხის საერთო მოცულობას. დავით პაპიაშვილი არ ეთანხმება სამინისტროს ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ მოცულობის გაზრდა არა გამარტივებული პროცედურის ხარჯზე, არამედ მიმართვიანობის გაზრდის გამო მოხდა.



რაც შეეხება ესტონური მოდელის საკითხს, გადაცემის სტუმრის თქმით, მოდელის კრიტიკა ძირითადად, საგადასახადო დაბეგვრის ბუნდოვან საკითხებს ეხებოდა. საერთო ჯამში, დავით პაპიაშვილი ესტონურ მოდელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ მოდელის დანერგვა აქციზზე ფასის ზრდად დაუჯდა სახელმწიფოს.



„საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ პირველად შედეგებზე ვისაუბროთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგია ან მაღალი, თუმცა რაც გვაქვს, ნორმალური მაჩვენებელია. დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რეფორმის შედეგები კიდევ დავინახოთ.



მეორე საკითხია ვიმსჯელოთ თუ რა ფასად ახდენს ამ მოდელის დანერგვას სახელმწიფო. აქციზის გაზრდა, გაორმაგება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მოგების გადასახადში გვქონდა დანაკლისი. ამდენად, ჩვენ მხოლოდ მიღწევები და წარმატებები კი არ უნდა დავითალოთ, არამედ ისიც უნდა გავაანალიზოთ თუ რა ფასი გადავიხადეთ და რამდენად გვიღირდა ეს ყველაფერი. ეკონომიკური ზრდა კი გვაქვს, მაგრამ ეს მოხდა რიგითი მომხმარებლების ჯიბის ხარჯზე, რომლებსაც გაუძვირდათ, საწვავი, თამბაქო ... “ - ამბობს დავით პაპიაშვილი.



მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს დღგ-ს ზღვრის აწევაც ვინაიდან, კურსისა და ფასების ზრდის პარალელურად, ლეგიტიმურია, ვისაუბროთ ქონების გადასახადის აწევასთან დაკავშირებით. დავით პაპიაშვილი თვლის, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია.
„რა თქმა უნდა, ეს არის ისევ დაქირავებული ადამიანებისა და ბიზნესის ხარჯზე გატარებული რეფორმა და ერთადერთი რის გამოც მწვავე კრიტიკას ვერ გამოვთქვამ ისაა, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ამ სისტემამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა და ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც უნდა მიგვეღო ეს სისტემა,“ - ამბობს დავით პაპიაშვილი.



კომერსანტი





“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up