„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“

„აქციის მორიგი კვალი ქვეყნის ეკონომიკაზე ლარის გაუფასურებით აისახა“

access_time2019-11-18 19:00:41

„ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ ლარი უკვე გააუფასურა. რამდენიმე  საათიც არ გასულა და ლარი დოლათან მიმართებაში 2.97-იან ნიშნულზეა. ეს თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ –ასე აფასებს  „კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. 


„მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია ქვეყანაში. განსხვავებულს ვერაფერს  ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სწრაფი ტემპით  უკან მივდივართ. მიმდინარე მოვლენები, რასაკვირველია გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოზე. ასევე უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ინვესტირება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. რაც განაპირობებს ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.“-აცხადებს ცომაია. 


ცომაიას თქმით,  გავრილოვის აქციიდან მცირე დროში განვითარებული მოვლენების კვალი ქვეყანას მძიმედ დააჩნდება, რაც ლარზე უკვე აისახა. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, კურსი შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს. ბევრი რამაა დამოკიდებული უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, თუ უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა, კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება ლარი. ვისაც ეს ქვეყანა გვტკივა და გვაინტერესებს მისი ბედი ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ეს ხელისუფლება“-აცხადებს ცომაია. 



ნათია ლომიძე 







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up