აქციის მონაწილეების ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიატორმა, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“. მისი თქმით, ქართულ ოცნების ოფისთან აქციის 3000 მონაწილე გადაინაცვლებს.
„3 ათასი ადამიანი გვჭირდება, რომელიც მზად იქნება, მივიდეთ პირველ სიმბოლოსთან - ეს არის „ქართული ოცნების“ ოფისი. აქედან წავა 3 ათასი ადამიანი, არც მეტი არც ნაკლები. წინ მე წავალ და 3 ათასი ადამიანი ვდგებით „ქართული ოცნების“ ოფისთან. დანარჩენები ვრჩებით აქ. იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია. თუ ხელისუფლება მომდევნო წუთების განმავლობაში არ გადადგამს ნაბიჯებს უკან, ბევრი ასეთი კერა გაჩნდება. მე რომ აქ აღარ ვიქნები, დანარჩენს ჩემი თანამებრძოლები გეტყვიან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.