აქციების ფონზე თეა წულუკიანმა სასამართლოს ხარვეზები აღიარა

აქციების ფონზე თეა წულუკიანმა სასამართლოს ხარვეზები აღიარა

access_time2018-06-11 16:00:48


 მრავალათასიანი  აქციების ფონზე საზოგადოებამ ხელისუფლებისგან, ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანისგან  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო -  „მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს. არც ის მომწონს, რომ ჩვენ რეალურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა სასამართლო რეფორმა.“  

 

„კომერსანტი“ წლების მანძილზე აქტიურად წერდა და სვამდა კითხვებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომელიც ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა.


ბიზნესმენები წინა ხელისუფლების დროს და დღესაც ღიად  აცხადებენ, რომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა არაკვალიფიციურობაა, რაც ხშირად ხელს უშლით სამართლიანობის აღდგენასა და შესაბამისად ბიზნესის განვითარებაში. ამაზე არაერთი განცხადება გააკეთეს თავად უცხოელმა ინვესტორებმაც.

 

ბიზნესის წარმომადგენლები, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ადამიანის უფლებათა დამცველნი წლებია მართლმსაჯულების სისტემაში „კოლექტიურ მურუსიძეზე “ საუბრობენ, სისტემის გაწმენდას და რეალურ რეფორმას ითხოვენ. თუმცა პასუხად მხოლოდ ბატონი მოსამართლის მიმართ  მადლობას ვისმენთ და  სასამართლო რეფორმების ახალ-ახალ ტალღებს ვითვლით.

 

 ეს კი არსებულ სისტემაზე არც თუ დადებითად აისახება,  რასაც ქუჩაში  გახშირებული საპროტესტო აქციებიც ადასტურებს. (სამწუხაროდ, ზოგადი პრეტენზიები ხშირად კვალიფიციურ მოსამართლეებზეც დაუმსახურებლად ვრცელდება).



სწორედ ბოლო დროინდელი აქციები გახდა მინისტრი წულუკიანის დღევანდელი აღიარების მიზეზიც:


ყიჟინია სასამართლო რეფორმის ჩავარდნის შესახებ - ეს ბევრჯერ ვთქვი ცნებების აღრევის ბრალია. მაგალითად, რამდენიმე NGO, რომელიც იმ დღეს ჩემს გადადგომას ითხოვდა და ამტკიცებდა რომ რეფორმა ჩავარდა, სწორედ მათ ამ მართლმსაჯულების პირობებში, ჩემთვის დავები აქვთ სასამართლოში მოგებული.


მურუსიძისა და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში ეკა გიგაური იუსტიციის სამინისტროს უგებს დავებს, ეს ფაქტია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს. არც ის მომწონს რომ ჩვენ რეალურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა სასამართლო რეფორმა.“  


მაგრამ აღიარების შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება - რატომ არ მოსწონს მართლმსაჯულების მთავარ მესვეურს მურუსიძე,  ვინ დგას იუსტიციის მინისტრის ზევით და ვის მოსწონს მურუსიძე ისე, რომ წულუკიანი, რომელიც მართლმსაჯულების ბედს განაგებს,  ვერ ბედავს ამ კადრთან დამშვიდობებას.


რა არის რეალური მიზეზი იმის, რის გამოც სასმართლოს რეფორმა ექვსი წლის მანძილზე სწრაფად ვერ განხორციელდა და მთავარი  - სად არის სათავე იმ პრობლემების, რის გამოც დამოუკიდებლობიდან დღემდე, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისუფალი, კვალიფიციური, კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნა, ისე რომ ქართული თემიდის სასწორზე დარღვეული წონასწორობა ერთხელ და სამუდამოდ დაბალანსდეს.


და საერთოდ, რა იქნება ხვალ აქციების შემდეგ - ვინ გასცემს უკვე მერამდენედ დასმულ კითხვებს   პასუხს.  

 





ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up