აქცია სახელწოდებით „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ გაიმართა

აქცია სახელწოდებით „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ გაიმართა

access_time2018-10-27 20:51:41

ლისის ტბაზე აქცია სახელწოდებით, „წრე ლისზე ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, აქცია „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

 

ლისის ტბას ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად 70-მდე მონაწილემ შემოურბინა. გარბენი, რომლის მიზანი ქვეყანაში ოკუპაციური თერაპიის პროფესიის მიმართ ცნობადობის ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია იყო, ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოეწყო. ოკუპაციური თერაპევტები ადამიანისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებს თერაპიულ საშუალებად იყენებენ. ოკუპაციური თერაპია პიროვნებაზე ცენტრირებული პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს ანდა მოწყვლად ჯგუფებს, ჩაებან მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობებში და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

 


„გადავწყვიტეთ ეს დღე აღგვენიშნა გარბენით, რომელშიც ნებისმიერი მსურველი მიიღებდა მონაწილეობას, ვისთვისაც სირბილი რამეს ნიშნავს. ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ მათი ცხოვრების სტილია, ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ გამოწვევაა, ზოგი გასართობად დარბოდა. აქციის მიზანია, რომ მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს - რა არის ოკუპაციური თერაპია, გაიცნოს ახალი საინტერესო პროფესია,“- განაცხადა თსუ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორმა ნინო რუხაძემ.

 

„დიდი ხანია სისტემატურად დავრბივარ. ჩემთვის ეს სირბილი არის გამოწვევა, რადგან ის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უწყობს ხელს. მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ ირბინონ და ჯანსაღი ცხოვრება გაითავისონ,“- აღნიშნა გარბენის მონაწილემ ლუკა ჯავახიშვილმა.

 

თსუ-ს ინფორმაციით, საქართველოში დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტები მხოლოდ თსუ-ს კურსდამთავრებულნი არიან. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2006 წლიდან მოქმედებს. დღეს მთელ საქართველოში სულ 31 დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტია. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, აქციის მიზანია გაიზარდოს ოკუპაციურ თერაპევტთა რაოდენობა, რაც ქვეყნის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.

 

ლისის ტბის გარშემო გამართულ გარბენში სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რითაც ერთობის დემონსტრირება მოხდა. აქციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.





საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up