აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

access_time2019-05-23 13:47:39

"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.





მოძრაობის წევრები და აქტივისტები ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ არის აუცილებელი წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის, მუხისა და ძელქვის მოჭრა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ხეების მოჭრის პროცესი, ვიდრე გადაწყვეტილება სათანადოდ არ დასაბუთდება.


ხეების ჭრის პროცესი დაწყებულია. მოსაჭრელად გამზადებული ხეები კი დანომრილია.





საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ააიპ ასოციაცია „ატუს“ ქუთაისში, საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის გამო წითელ წიგნში შეტანილი 60 ძირი იმერული მუხისა და ასევე წითელ წიგნში შეტანილი 49 ძირი ძელქვის მოჭრის უფლება მიეცა. განკარგულებას ხელი 17 მაისს მოაწერა პრემიერ-მინისტრმა.


საუნივერსიტეტო კომპლექსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორიაზე მეტწილად გამხმარი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება.


კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ მურღულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საკომპენსაციო ღონისძიებები მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია და ის მოიცავს როგორც დასრულებული უნივერსიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, ასევე ბიუჯეტში 15 457 ლარის გადახდას.


თანხას ფონდი „ქართუ“ ფარავს, რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას აფინანსებს.


რადიო თავისუფლება








რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up