აქცია ქონების დაზღვევაზე ალდაგში

აქცია ქონების დაზღვევაზე ალდაგში

access_time2019-06-17 16:01:38


თუ თქვენ ფლობთ ქონებას, რომელსაც უფრთხილდებით და გინდათ, თავი აარიდოთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ალდაგი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ქონების დაზღვევაზე.


ქონების დაზღვევა პროდუქტია, რომელიც იცავს თქვენს ქონებას სხვადასხვა ტიპის საფრთხეებისგან და რომელთა შესახებ თქვენ შეიძლება არც გიფიქრიათ: მაგალითად ხანძარი, დატბორვა, ქურდობა, ვანდალიზმი, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები.


ქონების დაზღვევის შეძენით შესაძლებელია თავი აარიდოთ იმ ხარჯებს, რომლისთვისაც მზად არ იქნებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქონება გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო დაზიანდა.



ქონების დაზღვევის პოლისი შეგიძლიათ მოირგოთ თქვენი სურვილისებრ. შეგიძლიათ დააზღვიოთ ნებისმიერი ტიპის სახლი - ბინა, კერძო სახლი, აგარაკი და მასთან ერთად,  სახლის კარკასი, რემონტი, ავეჯი, ტექნიკა და ნივთები.


ქონების დაზღვევასთან ერთად შესაძლებელია შეიძინოთ მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელიც იმ შემთხვევებისგან დაგიცავთ, როდესაც თქვენი მიზეზით მეზობლის სახლი ზიანდება, კერძოდ ჩნდება ხანძარი, ხდება აფეთქება ან დატბორვა. ასეთ დროს ალდაგი იმ ხარჯებს აგინაზღაურებთ, რომელიც მეზობლის ქონების აღსადგენად გჭირდებათ.


ქონების დაზღვევაზე ალდაგში აქცია 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მათთვის, ვინც უკვე სარგებლობს ქონების დაზღვევით და სურს პოლისის განახლება, მოქმედებს განსხვავებული პირობები. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ალდაგის ვებგვერდს:


(NS)

 



თეგები:
ალდაგი



თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს
access_time2019-11-12 16:00:01
„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე. მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება...

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“

ლალი მოროშკინა: „სიღნაღი დაცლილია, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი“
access_time2019-11-12 15:00:28
ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სიღნაღში ორი სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel და Villa Provance) მფლობელია, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით უცხოელ ტურისტებში სარგებლობს. ლალი მოროშკინა წლევანდელი სეზონის ჩავარდნაზე და სიღნაღში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტს“ ესაუბრა. „რუსეთის მიერ ფრენების შეწყვეტამ და ტურისტული სეზონის დასრულებამ, ძალიან იმოქმედა ჩემს სასტუმროზე და ზოგადად, სიღნაღში არსებულ სასტუმროებზე. რა თქმა უნდა მთავარი პრობლემა არა...

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ

BAG-ის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ
access_time2019-11-12 12:45:38
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი;...


მსგავსი სიახლეები

up