ჩვენთან  სიახლის ეშინიათ, რაც მენტალობის და წარსულის პრობლემაა, მიმღებები რომ გავხდეთ, ამას თაობები სჭირდება - შოთა ბურჯანაძე

ჩვენთან სიახლის ეშინიათ, რაც მენტალობის და წარსულის პრობლემაა, მიმღებები რომ გავხდეთ, ამას თაობები სჭირდება - შოთა ბურჯანაძე

access_time2023-03-24 21:30:31

„კოვიდ პანდემიის შემდეგ, ტურიზმის სფეროსთვის განახლების პერიოდია, რაც შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით დადებითად შეფასდეს“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“  საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა  ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანა გადადის იმ ეპოქაში, სადაც ძალიან ბევრი მიმართულებით სტანდარტიზაცია ხდება, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რაღაც ისწავლა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე  დადებითად  მოქმედებს.

 

„ჩვენ გადავდივართ ეპოქაში, სადაც ამ სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით სტანდარტიზაცია ხდება,  სტანდარტიზაცია ხდება ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ამ ნორმების ერთობლიობა ახდენს სწორ განვითარებას, რომელიც რეალურად უნდა აკმაყოფილებდეს როგორც ადგილობრივ მომხმარებელს, ასევე ტურისტს და ასევე უნდა ავითარებდეს ქვეყნის ეკონომიკას.


დღეს საუბარია კადრების დეფიციტზე, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ახლა პროფესიონალი კადრები იმდენად გვჭირდება, რომ მხოლოდ თვითგანათლება მიცემული და პრაქტიკაში განათლება მიღებული კადრი საკმარისი არ არის, დღეს სფეროს სჭირდება ის ადამიანი, რომელსაც როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში  აქვს  ცოდნა მიღებული, რადგან ეს მოთხოვნილება არა მარტო  ტურისტს, არამედ ადგილობრივ მომხმარებელსაც აქვს.

 

ასევე სექტორში გვაქვს 40 საათიანი სამუშაო კვირა, რომელიც იყო 48 საათიანი და ახლა გახდა 40 საათიანი. ესეც გარკვეულ სტანდარტებთან არის დაკავშირებული. ეს  შესაძლოა ბევრი ბიზნეს ოპერატორისთვის რთული ნაბიჯები იყო, მაგრამ მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივაში ეს ის ნაბიჯებია, რითიც ჩვენ რეალურად დავუახლოვდებით სტანდარტებს, სადაც ყველას უფლებები და ვალდებულებები იქნება დაცული“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

 


შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს რომ დღეს საქართველო ძალიან მოთხოვნადი ქვეყანაა და აქ ჩამოსული ტურისტი არ დახარჯავს ფულს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხარისხი არ დახვდება. მისივე  თქმით, კოვიდპანდემიის შემდეგ  ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ სფეროს  წარმომადგენლებს ეს ნაბიჯები ნაადრევად  მიაჩნიათ, რადგან სფეროს გარკვეული პრობლემები ჰქონდა.


„მხოლოდ კარგი ბუნება და კარგი  მასპინძლობა საკმარისი არ არის, როდესაც მოთხოვნა იზრდება ავტომატურად იზრდება ფასებიც, სწორედ აქედან  გამომდინარე ყველა სტანდარტი დაცული უნდა იყოს, რადგან ფასი და სერვისი ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს. რაც უფრო მეტი მომხმარებელი გყავს კმაყოფილი მით უფრო და უფრო განვითარდება ეს სფერო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ ახალ რეალობაზე გადავიდეთ და მომხმარებელი ვიღაცის  კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს , ყველა სტანდარტი უნდა იყოს დაცული.

 

ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერ სიახლეს ყოველთვის ახლავს გაუგებრობა და უკმაყოფილება, საზოგადოებას ზოგადად სიახლის ეშინია, რაც  მენტალობის და წარსულის პრობლემაა და იმას, რომ სიახლეების მიმართ მიმღებები გავხდეთ ამას დრო და თაობები სჭირდება.“ -  აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

 

რესტორატორთა ასოციაციის  დამფუძნებელი განმარტავს, რომ საქართველო ოთხივე სეზონის ქვეყანაა და ტურისტების მისაღებად ყველა სეზონზე უნდა იყოს მზად,  2023 წლის  ზაფხულისთვის საქართველო განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით ამ სეზონზე ხდება  ტურისტების მოზღვავება. ბურჯანაძე ასევე  აღნიშნავს, რომ 2023 წელს საქართველოს გაცილებთ მეტი ტურისტი ეყოლება ვიდრე ეს წინა წლებში იყო.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up