აქ, ახლა საუკეთესო შეთავაზებები ბინის შესაძენად

აქ, ახლა საუკეთესო შეთავაზებები ბინის შესაძენად

access_time2020-09-10 12:42:26

აქ, ახლა თიბისი კონცეპტის მომხმარებლისთვის, საუკეთესო დროა ბინის შესაძენად.

თიბისის მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ, თიბისი კონცეპტის პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

დამატებით, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელწიფო პროგრამაშია ჩართული, რაც 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობისათვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად, იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია.

თიბისი კონცეპტი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ბინის შესაძენად განსაკუთრებულ პირობებს მომხმარებელს წამყვანი დეველოპერული კომპანიების სამშენებლო პროექტებში სთავაზობს: გრინჰილ რეზიდენსი, ანაგი - Sea Home ბათუმში, ანაგი - Park Home ვაკეში, ელთ ბილდინგი, კონსტრუქსუსი, კოხტა მიტარბი, მწვანე ქალაქი ლისზე, მარშალ გუდაური, ენსიდი, პრემიუმ ჯგუფი, კინორ ინვესტმენტი, რედკო - ახალი გუდაური, რედკო - Bamboo Beach Tsikhisdziri, რედკო - Green Home კრწანისი, ალფა სახლი ბაგებში, თბილისი ჰილსის რეზიდენცია, ვაკე ჰილსი.


დეტალური ინფორმაციის მიღება და სასურველი კომპანიისა და პროექტის შერჩევა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage

აღნიშნულ პლატფორმაზე ყოველკვირულად შეგიძლიათ გაეცნოთ თიბისი კონცეპტის განახლებულ შეთავაზებებს.

პროცესის გამარტივებისთვის და მეტი კომფორტისთვის, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარებაში ციფრული ნაკრების მომხმარებლებს - კონცეპტ ცენტრი, პრემიუმ ნაკრების მომხმარებლებს კი პერსონალური ბანკირი დაეხმარება.


R




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up