აპტოსის ძაფები მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia-ს წარწერით გაიყიდება

აპტოსის ძაფები მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia-ს წარწერით გაიყიდება

access_time2019-03-21 16:50:37

 საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების პირველი საწარმო გაიხსნება. მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის“ ძაფების გამომგონებელი ქართული კომპანია საწარმოს ორხევში ააშენებს.


აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და Made in Germany-ს სახელით ხვდება მსოფლიოს ბაზრებზე.


ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება საქართველოში გადმოვა და პროდუქტი Made in Georgia-ს წარწერით გავა როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური.


„აპტოსი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ხაზს უსვამს მისი წარმოების ხარისხსა და საექსპორტო შესაძლებლობებს.



„აპტოსმა“ პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმოს ასაშენებლად და უახლესი ტექნოლოგიების შეძენისთვის, 2018 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, კომპანიამ ასევე ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.


საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 100 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ. ლარია.


კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრება. „აპტოსი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია.


GBC






29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up