2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემცირდა 0,1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი 7,8 პროცენტით გაიზარდა.
2018 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასები გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 0,1 პროცენტით შემცირდა და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები შემცირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე 1,0 პროცენტით, ხოლო ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე გაიზარდა 2,1 პროცენტით. ფასების 0,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყალის ჯგუფზე.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6,8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5,52 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (19,7 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები 13,2 პროცენტით გაიზარდა, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,84 პროცენტული პუნქტით შეიტანა წვლილი