აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა - Galt&Taggart

აპრილში ტურიზმის შემოსავლების 19.3% რუსეთზე მოდიოდა - Galt&Taggart

access_time2022-05-18 16:00:34

2022 წლის აპრილში საქართველოს 214 644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში - 48.5%). ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.


Galt&Taggart-ის მიხედვით, ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. აპრილში ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობდა თურქეთი (ჯამური რაოდენობის 16.8%), შემდეგ მოდის რუსეთი (15.6%) და სომხეთი (15.0%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.


„აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%- ია (წინა თვეში - 71.3%).



აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე - ქირის ფასები თბილისში წინა წელთან შედარებით 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა - ვიზიტორები და შემოსავლები - ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს.


ტურიზმის შემოსავლების 19.3% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის აპრილში, შემდეგ მოდის ბელარუსი (ჯამურის 14.9%), ისრაელი (11.1%), ევროკავშირი (11.0%) და უკრაინა (10.3%). საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია.


2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს 0.7 მლნ ვიზიტორი ეწვია (+244.1% წ/წ, 2019 წლის დონის 38.9%) და შემოსავალმა 582.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+463.1% წ/წ, 2019 წლის დონის 68.9%): წამყვანი ბაზრებიდან ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი თურქეთმა შეიტანა 2022 წლის ოთხ თვეში, რასაც მოსდევს რუსეთი და სომხეთი. არამეზობელი ქვეყნებიდან 2019 წელთან შედარებით შესამჩნევი აღდგენა დაფიქსირდა ისრაელიდან (+14.5% 2019-თან შედარებით), ყაზახეთიდან (+22.5%), საუდის არაბეთიდან (+62.3%), ბელარუსიდან (+123.6%) და უზბეკეთიდან (+95.9%). ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 582.3 მილიონი აშშ დოლარი 2022 წლის ოთხ თვეში, რაც 2019 წლის დონის 68.9%-ია. ყველაზე მეტი შემოსავალი დაგენერირდა რუსეთიდან (ჯამურის 17.9%), რასაც მოჰყვება ბელარუსი (11.3%), ევროკავშირის ქვეყნები (11.2%), უკრაინა (9.9%), ისრაელი (9.6%) და თურქეთი (9.6%)“,  აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.


თეგები:
Galt&Taggart



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up