2020 წლის აპრილი 15-მა კომერციულმა ბანკმა 80,297 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,101 მილიონი ლარით მეტია, 2019 წლის აპრილში ბანკების წმინდა მოგება 64,196 მილიონ ლარს შეადგენდა. ინფორმაციას „ეროვნული ბანკი“ ავრცელებს.
2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 308 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 113,268 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ მარტში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 11,581 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში ბანკების შემოსავლებმა 352,422 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები 304,133 მილიონი ლარი იყო, ხოლო ბანკების ხარჯები 266,702 მილიონ ლარს გაუტოლდა
შეგახსენებთ, რომ მარტში 15 კომერციული ბანკის წმინდა ზარალი 943 მლნ ლარი იყო, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ კი, 386 მილიონი ლარი შეადგინა.