2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 68,5 ათასი ტონა, რაც 15,9 ათასი ტონით ანუ 18,8%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (84,4 ათასი ტონა) შედარებით და 17,8 ათასი ტონით ანუ 20,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (86,3 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ აცხადებენ.
2020 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 312,9 ათასი ტონა, რაც 6,0 ათასი ტონით ანუ 1,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (318,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 32,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8,6 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 36,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,2 ათასი ტონით ანუ 20,2%-ით).
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის აპრილის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 23,4 ათასი ტონა ანუ 72,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 8,3 ათასი ტონა ანუ 25,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1,2%.
ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 31,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 18,3 ათასი ტონა (26,7%), რუმინეთი - 7,5ათასი ტონა (10,9%),ბულგარეთი - 6,1 ათასი ტონა (8,9%); თურქმენეთი - 3,5 ათასი ტონა (5,1%), საბერძნეთი - 1,0 ათასი ტონა (1,5%), ყაზახეთი - 0,7 ათასი ტონა (1,0%), თურქეთი - 0,1 ათასი ტონა (0,2%).