აპრილის თვეში FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა, ბოლო 13-წლის მინიმუმს მიაღწია

აპრილის თვეში FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა, ბოლო 13-წლის მინიმუმს მიაღწია

access_time2020-05-07 14:20:34

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ბოლო სამი თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა. FAO-ს სამომხმარებლო კალათის ფასები, აპრილში, თებერვლის თვესთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 165.5 ქულა შეადგინა. ფასების შემცირების მიზეზი COVID-19 გამოწვეული პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით, ბევრ სამომხმარებლო პროდუქტზე მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა.


FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა, ბოლო 13 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწიეს. შაქრის ფასების ინდექსი მარტში 14.6%-ით შემცირდა. ამ წლის მანძილზე შაქრის გლობალურ ფასებზე უკვე მეშვიდეჯერ დაფიქსირდა ასეთი მაღალი ვარდნის ინდექსი. ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მსოფლიოს მასშტაბით შეწყვეტილი ტექნიკურის საწარმოო პროცესია, რომელშიც, შაქრის ლერწმისგან გამოყოფილი ეთანოლი აქტიურად გამოიყენება. მოთხოვნის შემცირება და შაქრის უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე ფასების ვერდენის პირდაპირი განმაპირობებელია.


აპრილში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, პალმის და სოიოს ზეთის ფასების ინდექსზეც. კლების მთავარ მიზეზად, შაქრის მსგავსად, მცენარეული ზეთების ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენების შეჩერება და უხვი პალმისა და სოიოს ზეთის მარაგების არსებობა სახელდება.


3.6%-ითაა შემცირებული რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. კარაქის და რძის ფხვნილის ფასის კლების ინდექსი ორნიშნა ციფრებს აფიქსირებენ, რის მიზეზად, უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა და დახურული ბარ-რესტორნები სახელდება.



2.7%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსიც. ჩინეთის მხრიდან, ხორცპროდუქტებზე ნაწილობრივ განახლებული მოთხოვნის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, ხორცის ექსპორტის მოთხოვნაზე ბალანსის აღდგენა მაინც ვერ ხერხდება. ხორცის იმპორტთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემები და ზოგადად, სასურსათო ინდუსტრიაში, ხორცზე არსებული დაბალი მოთხოვნა, ფასის კლების მთავარ მიზეზია.


FAO-ს წამყვანი ეკონომისტის უპალი არაჩილაგეს განცხადებით: „პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვნად არღვევს ბალანს, ხორცის მოთხოვნა-მიწოდებას შორის. COVID-19 გამო შემცირებული შემოსავალი, მოსახლეობას აიძულებს უარი თქვან ხორცზე და ხორც პროდუქტებზე. ასევე, დახურული სარესტორნო და სხვა სასურსათო ქსელები, მნიშვნელოვნად ამცირებს ხორცის მოხმარებას და შესაბამისად მის ფასებს“


FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა აპრილის თვეში. ბალანსის მიზეზს, ხორბლის ფქვილზე გაზრდილი და სიმინდის ფქვილზე შემცირებულ ფასებს შორის ბალანსი წარმოადგენდა. ხორბლის ფქვილის ფასის ზრდის მიზეზი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენდა. ისევე, როგორც ბრინჯის ფასების 7.2%-ით ზრდა, ვიეტნამიდან პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვით იყო განპირობებული. სიმინდის ფქვილზე ფასების თითქმის 10%-ით შემცირების მიზეზად, პროდუქტზე სასაქონლო მეურნეობებში (საქონლის კვება) შექმნილი შემცირებული მოთხოვნა და ასევე ტექნიკური წარმოების გაჩერება წარმოადგენდა.

თეგები:
FAO შაქარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up