დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ აპრილის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 000-დან 1 200-მდე გაიზრდება. არავის სურს მიიღონ გეომეტრიული პროგრესია, ამიტომ ექიმები ითხოვენ რეკომენდაციების დაცვას.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში გაიზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პროგნოზით, კვირის ბოლოს ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 350-დან 400-მდე გაზრდას ელიან, რაც 3 კვირაში 1 200-მდე მოიმატებს.
გაზეთი რეზონანსი