„აპრილამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანიები ვერ შეძლებენ“ - აზარტული თამაშობების ბიზნესი ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს

„აპრილამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანიები ვერ შეძლებენ“ - აზარტული თამაშობების ბიზნესი ახალ კანონპროექტს აკრიტიკებს

access_time2023-02-14 10:00:13

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე აზარტული თამაშობების შესახებ კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით დაამტკიცდა. ცვლილების მიხედვით, ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობების განსახორციელებლად სექტორმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს კაზინო უკვე აქვს, ონლაინ კაზინოს მოსაწყობად 200 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო მხოლოდ ონლაინ კაზინოს დასარეგისტრირებლად, კომპანიამ 5 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. 



„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ლიცენზირების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ბიზნესი არ ეთანხმება, რადგან თავდაპირველი ვერსიით ერთწლიანი ვადა იყო განსაზღვრული, თუმცა საბოლოო ვერსია კანონპროექტის ორ თვეში ამოქმედებას ითვალისწინებს.




„აპრილამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ბიზნესები ვერ შეძლებენ, რადგან ონლაინ კაზინოების ე.წ. ხმელეთის კაზინოებად გადაქცევა ასე მარტივი არ არის. ყველა ოპერატორი ეცდება, რომ ასეთი კაზინოები გახსნან ე.წ. თავისუფალ ზონებში, შესაბამისად ეს ეკონომიკისთვის არაფრის მომტანი იქნება. ამ კაზინოების შენახვა ნებისმიერ ოპერატორს რომელიც საქართველოში არის, ძვირი დაუჯდება. ჩვენ თანახმა ვიყავით ლიცენზირებაზე იმ ფორმით, რაც თავიდან იყო მიღებული, ერთადერთი არ მოგვწონდა ის ფაქტი რომ გაყვეს ონლაინ კაზინო და ონლაინ სლოტები, რადგან ეს პრაქტიკა მსოფლიოში პრაქტიკულად არსად არ არსებობს, თუმცა დღეს მივიღეთ განსხვავებული ვითარება, თან თარიღმა გადმოიწია. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველ ოპერატორებს გადასახადი ეზრდებათ, უცხოელებს კი საქართველოს ბაზარზე ხელი არ ეშლებათ“, ამბობს გიორგი მამულაიშვილი. 



ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, თბილისში ყველაზე მაღალი სახმელეთო მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია და შესაბამისად, რაც იყო ყველაზე მაღალი ნიშნული, ის დაწესდება ონლაინ მიმართულებითაც, თუმცა კაზინოების მაღალი მოგებიდან გამომდინარე ამ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ევროკავშირის სტანდარტების შესრულებაა.



კანონპროექტი მიმდინარე წლის აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.





Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up