ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შესაფასებლად კვლევა იგეგმება - სამუშაოები აპრილამდე უნდა მოესწროს

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შესაფასებლად კვლევა იგეგმება - სამუშაოები აპრილამდე უნდა მოესწროს

access_time2023-01-30 10:30:40

ენგურჰესის რეაბილიტაციის ფარგლებში, ენგურის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შეფასებისათვის ბეტონისა და კლდის ნიმუშების აღებისა და მათი ლაბორატორიული შემოწმების მიზნით კაშხლის ტანის ბეტონში და კლდოვან საძირკველში 13 ვერტიკალური სვეტოვანი და 3 ჰორიზონტალური ბურღილის შესრულება ხდება სავალდებულო.



როგორც ირკვევა აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს არაუმეტეს აპრილამდე, ვინაიდან ამ პერიოდში წყლის დონე წყალსაცავში ყველაზე დაბალია და მინიმალურია ფილტრაციული წყლების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების შესასრულებლად.დიდი ფილტრაციული ხარჯების შემთხვევაში ბურღვების შესრულება შეუძლებელია.



სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლებისთვის ენგურჰესის დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების დირექტორს უკვე მიმართა. პროექტის ბიუჯეტი 181673 აშშ დოლარს შეადგენს.



„ლაბორატორიული გამოკვლევები მოიცავს კუმშვასა და გაჭიმვაზე სიმტკიცის, სიმკვრივის, იანგის მოდულისა და განივი ტალღის სიჩქარეების (Vs) განაწილების შეფასებას. მოგახსენებთ, რომ წყალსაცავის სიგრძე 25 კმ-ია. და მისი სიღრმე 270 მეტრს შეადგენს. ხოლო წყალსაცავში დაგროვილი წყლის მოცულობა მაქსიმალურ ნიშნულზე შეადგენს 1,1 მილიარდ კუბურ მეტრს.





შესაბამისად კაშხლის მდგრადობის შეფასება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს არაუმეტეს აპრილამდე, ვინაიდან ამ პერიოდში წყლის დონე წყალსაცავში ყვლაზე დაბალია და მინიმალურია ფილტრაციული წყლების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების შესასრულებლად. დიდი ფილტრაციული ხარჯების შემთხვევაში ბურღვების შესრულება შეუძლებელია.



ზემოხსენებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა კომპანიამ შეიტყო მიმდინარე წლის 17 იანვარს, როცა კომპანია ARTERIA-მ, რომელიც ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) დაკვეთით უკვე ახორციელებს თაღოვანი კაშხლის სტრუქტურული შეფასების ანალიზს, შეგვატყობინა, რომ აღნიშნული ბურღვითი სამუშაოები უნდა შესრულდეს მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისამდე, წყალსაცავში მინიმალურ დონეების პირობებში.



ენგურჰესის წყალსაცავის მასშტაბიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა რისკი გამოირიცხოს საამისოდ რომ ენგურჰესის თაღოვნან კაშხალს არ დაემუქროს რაიმე რეალური საფრთხე, კაშხლიდან შავ ზღვამდე (დაახლოებით 60 კმ) ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, წარმოადგენს მაღალი კაშხლების უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების (ICOLD) მკაცრ მოთხოვნას.



ამასთან, ნებისმიერი ზიანი რაც შესაძლოა მიადგეს თაღოვან კაშხალს, იქნება დაუყოვნებლივ გამოსასწორებელი, რომლის გამოსასწორებლად შესაძლოა კომპანიას კოლოსალური თანხები დაუჯდეს. (მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხების მოცულობა, დამოკიდებულია მიყენებეული ზიანის მასშტაბზე)“, აღნიშნულია ლევან მებონიას მიერ ლევან რაზმაძისათვის მიწერილ წერილში.

თეგები:
ენგურჰესი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up