Apple-მა მოსაწვევები გაავრცელა, რომლებშიც შემდეგი პრეზენტაციის თარიღია დასახელებული - კომპანია გაჯეტების საფირმო სიახლეებს წარმოადგენს. ამ შემოდგომის მეორე ღონისძიება 18 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და მისი ტრანსლირება კომპანიის ვებგვერდზე განხორციელდება.
ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება, რას წარმოადგენს Apple. თუმცა, The Verge-ს ინსაიდერების ცნობით, მაყურებლები ნახავენ:
- რამდენიმე განახლებულ MacBook-ს, კერძოდ MacBook Pro-ს ახალ 14 და 16-დუიმიან მოდელებს თავისი საფირმო ჩიპებით;
- მოდერნიზებულ, უფრო მაღალი კლასის Mac Mini-ს, Apple-ს მაღალი კლასის პროცესორით M1X, უფრო მეტი პორტებით;
- შესაძლოა მესამე თაობის ყურსასმენებიც AirPods წარმოადგინონ, რომელიც უფრო მოკლე იქნება და განახლებულ დასამუხტ ყუთში იქნება მოთავსებული;
- ანონსში მინიშნებულია, რომ შეიძლება მინი-LED ტექნოლოგიაც გააცნონ მაყურებელს.
ubnovini.com