Apple-ს ახალი ამბიცია - კომპანია ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში ჩართვას გეგმავს

Apple-ს ახალი ამბიცია - კომპანია ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში ჩართვას გეგმავს

access_time2019-04-17 19:00:33


კომპანია Apple-ი უკვე გაესაუბრა ოთხ კომპანიას,  რომლებიც სავარაუდოდ უპილოტო ავტომობილებისთვის ახალი თაობის ლიდარ-სენსორების მომმარაგებლები გახდებიან  - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-ს საკითხში ჩახედულმა სანდო წყარომ მიაწოდა.  


ეს ნაბიჯები მიანიშნებს Apple-ს ახალ ამბიციებზე, ჩაერთოს ავტოწარმოების ინოვაციურ პროექტში, ასევე კომპანია თვითონვე გეგმავს ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელსაც პროექტი „ტიტანი“ ეწოდება. მოლაპარაკებები ეხება ახალი თაობის სენსორებს, რომლებიც  გზაზე სამგანზომილებიანი ხედვის საშუალებას იძლევა.


Apple ეძებს მცირე ზომისა და  შედარებით მსუბუქი მასის ლიდარულ ერთეულებს,  ვიდრე არსებული ტექნლოგიაა.


ამ დროისთვის უცნობია იმ კომპანიების ვინაობა, რომლებთანაც Apple უკვე აწარმოებს განხილვებს.



ეს ძალისხმევა Apple-ის მხრიდან ნიშნავს იმას, რომ კომპანია ცდილობს ჩაერთოს უპილოტო  ავტომობილების სისტემის შექმნაში და  ავტომწარმოებლებსა და ინვესტორებს ინოვაციური გადატრიალების მოხდენაში შეუერთდეს.


ჯერჯერობით უცნობია გულისხმობს Apple-ს პროექტი „ტიტანი“ საკუთარი ავტომობილის შექმნას, თუ ამ მანქანებისთვის სისტემური უზრუნველყოფის შემუშავებას.


Reuters-ის სანდო წყარო ასევე იუწყება, რომ Apple-ი საკუთარი სენსორის განვითარების პროცესშია. „უპილოტო ავტომობილების შექმნა ძალიან, რთული საქმეა და ვფიქრობ, ამ საქმეში ისინი ჯერჯერობით არ უნდა ჩაერიონ“ - აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი წყარო.



Reuters

მარიამ მორგოშია



თეგები:
Apple



საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up