iPhone 12 სერია იყო Apple-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სმარტფონი iPhone 6 – ის შემდეგ, წერს Counterpoint Research. 2014 წელს განახლებულმა დიზაინმა და უფრო დიდმა ეკრანმა მომხმარებლის ყურადღება 6 სერიას მიაპყრო, თუმცა რამ გამოიწვია 12 სერიის ასეთი გაყიდვები, ბაზრის ექსპერტები განმარტავენ.
ანალიტიკოსების აზრით, ეს იყო 5G-ს მიღება ყველა მოდელზე, ისევე როგორც OLED პანელენზე. წინა თაობებისგან განსხვავებით, ამჯერად ხალხი უფრო მაღალი დონის მოდელებს ყიდლობდა.
კერძოდ, iPhone 12 Pro Max – ეს იყო ყველაზე პოპულარული ტელეფონი ოთხიდან, მთლიანი გაყიდვების 29%, ხოლო გასული წლის 11 Pro Max-ის წილი გაყიდვებში 25% გახლდათ. ეს არის გლობალური ციფრები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ახალი ტოპ მოდელი ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში.
სხვა მთავარი მიზეზი მარტივია – Apple–მ სულ უფრო მეტი ტელეფონი გაყიდა. iPhone 12 სერია აპრილში გავიდა 100 მილიონ ნიშნულზე, რომელიც გაიყიდა მთელს მსოფლიოში. აპრილში ამ სერიის გამოშვებიდან მხოლოდ 7 თვე იყო გასული. 11 სერიას კი 9 თვე დასჭირდა ამ ნიშნულზე გასვლისთვის (იხ. დიაგრამა).
წყარო: review.ge