2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში Apple-მა თავის ისტორიაში რეკორდულად მაღალი კვარტლური მოგება და შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ კორპორაციის კვარტლურ ანგარიშში წერია.Apple-ის მოგება 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და 91,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის სუფთა მოგება 11%-ით გაიზარდა და 22,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა წარმატებული ფინანსური შედეგები iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ზე მოთხოვნის ზრდით ახსნა.
იანვრის დასაწყისში კომპანიის აქციების ფასი 300 დოლარამდე გაიზარდა, კორპორაციის კაპიტალიზაციამ კი 1,3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
imedindes.ge