კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით Apple-ის ხელმძღვანელობამ კალიფორნიაში, კომპანიის შტაბ-ბინაში მომუშავე 12 ათას თანამშრომელს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი აქვეყნებს.
მისი ცნობით, სანტა-კლარას ოლქის ხელისუფლებამ მოსახლეობას და კერძო დაწესებულებებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მუშაობის დისტანციურმა რეჟიმმა შესაძლოა საფრთხე შეექმნას კომპანიის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რის გამოც Apple-ის ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულება არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 102 ათასს გადააჭარბა.
Imedinews