Apple-ს თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი აცხადებს, რომ საკუთარი კოსმოსური კომპანიის Privateer Space-ს შექმნას აპირებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა, შემდეგ კი ვიდეომიმართვა YouTube-ზე გაავრცელა.
Privateer Space-სი იმუშავებს, რათა კოსმოსი იყოს უსაფრთხო და კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი, - აცხადებს ვოზნიაკი.
ვოზნიაკი აცხადებს, რომ Apple-ს კოსმოსური კომპანია განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილე მხარეები კოსმოსური კომპანიის განვითარების გეგმას სექტემბერში AMOS Tech 2021-ის კონფერენციაზე წარადგენენ.
მანამდე, მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა თანამგზავრების ახალი თაობის შექმნა დააანონსა.
imedinews.ge