Apple, Kia Motors, Airbnb - მსხვილი კომპანიები, რომლებიც ჩინეთიდან გადიან

Apple, Kia Motors, Airbnb - მსხვილი კომპანიები, რომლებიც ჩინეთიდან გადიან

access_time2022-05-29 20:00:41

მას შემდეგ, რაც აშშ-ჩინეთს შორის “სავაჭრო ომი“ დაიწყო, ბევრმა ცნობილმა კომპანიებმა დატოვეს ჩინეთი.

კვლევითმა ფირმა Gartner-მა გამოავლინა, რომ მიწოდების ჯაჭვის ლიდერების მესამედს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2023 წლამდე თავისი წარმოების ნაწილი ჩინეთიდან გაიტანოს.

წარმოგიდგენთ დიდ კომპანიებს, რომლებმაც ჩინეთის ბაზარი უკვე დატოვეს:

Apple

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის წარმოების ძირითადი ნაწილი ჩინეთში რჩება, ტექნიკური გიგანტი თავის მომწოდებლებს, მათ შორის, ტაივანურ ფირმა Foxconn Delta Electronics და Pegatron მოუწოდებს iPhone-ის წარმოების 30% ჩინეთიდან გადაიტანონ.

Foxconn ინდოეთში ქარხნის გაფართოებისთვის 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. სხვა კონტრაქტის მწარმოებლები კომფორტს იქმნიან ვიეტნამში, ტაილანდსა და ინდონეზიაში. Apple ასევე გეგმავს, რომ მისი AirPods-ის 30% წარმოებული ჩინეთის ნაცვლად ვიეტნამში იყოს.

Adidas

ჩინეთში მოქმედი გერმანული კომპანიების თითქმის მეოთხედი წარმოების ქვეყნიდან გადატანას 2019 წელს გეგმავდა.

მაგალითად, Adidas-მა თავისი ჩინური წარმოება 2010 წლიდან გაანახევრა, წარმოების დიდი ნაწილი გადავიდა ვიეტნამში და 2020 წლის ივლისში პირობა დადო, რომ გაწყვეტს ყველა კავშირს მომწოდებლებთან, რომლებიც ნახსენები არიან ანგარიშში, სადაც იძულებითი შრომის შესახებ არის საუბარი.

Airbnb

გავრცელებული ინფორმაციით Airbnb შეინარჩუნებს ოფისს ჩინეთში, რათა დაეხმაროს ჩინელ ტურისტებს, რომლებიც დაჯავშნიან საცხოვრბელ ადგილებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მაგრამ ის უარს ამბობს მიიღოს ბრონები ჩინეთში არსებულ ადგილებზე.


Kia Motors

სხვა სამხრეთ კორეულ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა Samsung და LG, რომლებმაც ჩინეთზე უარი თქვეს, ავტომწარმოებელმა Kia Motors-მა თავისი ერთ-ერთი მთავარი ქარხანა ქვეყანაში 2019 წელს დახურა.

Google/Alphabet

Google მეტ-ნაკლებად დაბლოკილია ჩინეთში, მაგრამ საძიებო სისტემის მშობელი კომპანია Alphabet კვლავ აწარმოებს ტექნიკის პროდუქტებს ქვეყანაში, თუმცა შესაძლოა, ეს დიდხანს არც გაგრძელდეს.

მიწოდების ჯაჭვების შეფერხების გამო, კომპანიამ მისი ფლაგმანი Pixel სმარტფონის წარმოება ვიეტნამში გადაიტანა. ხოლო Cloud დედაპლატების და Nest პროდუქტების წარმოება გადავიდა ტაივანში და მალაიზიაში.

LinkedIn

Microsoft-ის საკუთრებაში არსებულმა საიტმა თავისი ჩინური გვერდები დახურა. LinkedIn ზოგიერთი ჟურნალისტის პროფილების დაბლოკვის გამო გააკრიტიკეს.

Intel

სილიკონ ველიზე დაფუძნებული ნახევარგამტარიანი ჩიპების მწარმოებელი კომპანია - Intel მიჰყვა ბევრ ამერიკულ კომპანიას და ზოგიერთი პროდუქტის წარმოება და აწყობა სახალხო რესპუბლიკიდან ვიეტნამში გადაიტანა.

Intel-მა გამოაცხადა, რომ განახორციელებს 95 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას ევროპაში ჩიპების წარმოებაში, რადგან კომპანია ცდილობს გაზარდოს წარმოების სიმძლავრე გლობალური დეფიციტის დროს.

New York Times

New York Times-მა გადაწყვიტა ჰონგ კონგის ოფისის ნაწილი სეულში გადაეტანა. ეს მას შემდეგ, მოხდა რაც ჩინეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებში.

წყარო: lovemoney.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up