ბრენდ Caviar-მა Apple-ის უახლესი დიზაინით შექმნილ სმარტფონს Daytona უწოდა. მისი მთავარი მახასიათებელი ოქროთი და 8 ბრილიანტის თვლით მორთული Rolex-ის საათია, რომელიც ტელეფონს უკანა მხარეს აქვს და 135 420 დოლარი ღირს. სმარტფონ Daytona-ს კორპუსის ძირითადი ნაწილი ტიტანის შავი მეტალითაა დაფარული. ეს იგივე მასალაა, რითაც როლექსის შავი დეტალები, „ქეისები“ და სამაჯურები მზადდება.
Daily Mail-ის ინფორმაციით, Caviar პოპულარულ გაჯეტებზე ძვირადღირებული დიზაინების შექმნით დიდი ხანია ცნობილი. მისი შექმნილია iPhone-ის კორპუსი 80 მილიონი წლის წინანდელი ტირანოზავრის კბილის ფრაგმენტით, ოქროს AirPods-ი და Tesla iPhone-ი, რომელსაც საკუთარი მზის პანელი აქვს. Golden Rolex Daytona თავისთავად ხელოვნების ნიმუშიაო, წერს Daily Mail-ი.
Daytona ლიმიტირებული მოდელია. მისი მხოლოდ სამი ეგზემპლარია ხელმისაწვდომი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა