Apple-ის სკანდალური აღიარება: ნებისმიერ ტელეფონში შეღწევა შესაძლებელია

Apple-ის სკანდალური აღიარება: ნებისმიერ ტელეფონში შეღწევა შესაძლებელია

person access_time2016-04-01 12:15:09

Apple მაქსიმალურად ცდილობს, მისი სმარტფონები უფრო დაცულები იყოს, თუმცა როგორც ჩანს, იდეალური თავდაცვითი მექანიზმი არ არსებობს. „ისეთი კოდის შექმნა, რომელიც შეუღწეველი იქნება, შეუძლებელია,“ – განაცხადეს CNNMoney-სთან საუბრისას Apple-ის ინჟინრებმა. მათივე განცხადებით, კომპანია მუდმივად ავითარებს თავდაცვით მექანიზმს, რათა ჰაკერებს მასში შეღწევა მაქსიმალურად გაუჭირდეთ. „თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუძლია ისეთი კოდის შექმნა, რომელსაც სუსტი მხარე არ მოეძებნება,“ – აღნიშნეს მათ. სწორედ ამ მიზნით იბრძოდა კომპანია აშშ-ს მთავრობის მოთხოვნის წინააღმდეგ. 


კომპანიამ არ შექმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მისსავე ტელეფონში არსებულ კოდის განბლოკვას შეძლებდა, რითაც FBI-ს გამოძიებაში დაეხმარებოდა. კომპანიის მოსაზრებით, აღნიშნული ნაბიჯი მომხმარებლის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად დააზიანებდა. FBI-მ Apple-ის დახმარების გარეშე მოახერხა ტელეფონში შეღწევა. თუმცა ვინ დაეხმარა გამოძიების ფედერალური ბიუროს ან რა მეთოდით მოახერხა FBI-მ კოდის განბლოკვა, ცნობილი არ არის. Apple-ის ინჟინრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მთავრობამ კომპანიას უნდა გაუმხილოს, თუ როგორ მოხერხდა სან ბერნანდინოს ტერაქტის მთავარი დამნაშავის ტელეფონში შეღწევა: „უნდა ვიცოდეთ, რა მექანიზმით მოახერხეს ეს.“ თუმცა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.




სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი დაპირებად დარჩა
access_time2021-10-24 14:00:26
საქართველო კვლავ ძლიერი და გამართული ლოგისტიკური ცენტრების გარეშეა. არადა, ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ტექნოპარკში  კერძო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გააცნო ჯამურად 152.8 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიზნად თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ისახავდა. გეგმით, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად...


მსგავსი სიახლეები

up