კორპორაცია Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
Apple-ის აქციები 1.29%-ით გაიზარდა და 468.19 დოლარი შეადგინა ერთ აქციაზე. აღნიშნული ღირებულებიდან გამ ომდინარე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
2019 წლის დეკემბერს Apple-მა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს აქციები ბირჟაზე 10%-ით გაიზარდა.
Imedinews.ge