Apple-ის გაყიდვების შემცირების მიუხედავად ანალიტიკოსები iPhone 7-ის გამოჩენას იმედით ელიან

Apple-ის გაყიდვების შემცირების მიუხედავად ანალიტიკოსები iPhone 7-ის გამოჩენას იმედით ელიან

person access_time2016-07-27 14:57:50

13 წლის განმავლობაში Apple ინვესტორებს გაყიდვების მაღალი და მზარდი ტემპით აღაფრთოვანებდა, რაშიც წვლილი iPod-ს, iPad-სა და რაც მთავარია, iPhone-ს შეჰქონდათ - iPhone-ი კომპანიის შემოსავლების მთავარი წყაროდ ითვლება. თუმცა 13–წლიანი ტენდენცია შეცვლილია.

 

Apple-მა ივნისში დასრულებული კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, კომპანიის გაყიდვებმა $42.4 მილიარდი შეადგინა - $5.2 მილიარდით ნაკლები, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში. შედეგი ნათელია: Apple-ის გაყიდვები ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში იკლებს. გასულ წელს 48 მილიონი iPhone გაიყიდა, მიმდინარე წელს კი - 40.4 მილიონი. თუმცა არსებობს ერთი დადებითი მხარე: ანალიტიკოსები გაყიდვების უფრო მკვეთრ შემცირებას ელოდებოდნენ, შესაბამისად კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაიზარდა. iPhone-ების გაყიდვების შემცირების მიზეზი შემდეგია: მომხმარებლებს ტელეფონების გამოცვლა არ სურთ. ანალიტიკოსები ასევე სმარტფონების ბაზრის გადატვირთულობაზე მიუთითებენ. Apple-ის გაყიდვების უმთავრეს ბაზარზე – ჩინეთში ტელეფონების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით არის შემცირებული. „მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩინეთის ბაზრის გრძელვადიანი პერსპექტივების გვჯერა,“ – განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა. 


Apple-ის ანგარიშში დადებითი მხარეც იყო: iPad-ის შემოსავლები გაზრდილია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი iPad Pro-მ შეიტანა. ტიმ კუკი ასევე ხაზს უსვამს ისეთ სერვისებს, რომლებმაც iPad-ის წარმატებაში წვლილი შეიტანეს - iTunes-ი, App Store და Apple Pay. გასული კვარტალი Apple-ისთვის მიმდინარე წელს უდავოდ უსუსტესი იყო. „აღნიშნული ანგარიში საფონდო ბირჟებზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან მთელი ყურადღება სექტემბერზეა გადატანილი, როდესაც ბაზარზე iPhone 7 გამოვა,“ – განაცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა, სიმონა იანკოვსკიმ.



ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up