კორპორაცია Apple-ის აქციების ფასმა 300 დოლარს გადააჭარბა და ახალი რეკორდი დაამყარა. 2 იანვრის ვაჭრობის შედეგად Apple-ის აქციების ფასი 2,3%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით, აქციების ფასის ზრდაზე დადებითი გავლენა 2019 წლის მესამე კვარტალში კომპანიის მიერ მიღწეულმა შედეგებმა, ახალი ყურსასმენების AirPods-ის პოპულარობამ და სტრიმინგის სერვისის Apple TV+ გახსნამ იქონია.
ბოლო მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,33 ტრილიონი დოლარია, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიად აქცევს. მეორე ადგილზე 1,23 ტრილიონი დოლარით კორპორაცია Microsoft-ია.
imedinews.ge