Apple-ის აქციები ეცემა – iPhone–ი მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს კარგავს

Apple-ის აქციები ეცემა – iPhone–ი მსოფლიო ბაზარზე პოზიციებს კარგავს

person access_time2016-01-25 13:58:20

საფონდო ბირჟაზე Apple-ის აქციები წარუმატებლობას განიცდის – ბლუმბერგი წერს, რომ დაცემა 11–პროცენტიანია. კომპანიის მოგება ბოლოს ოქტომბერში  დაფიქსირდა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ iPhone–ის გაყიდვები შეიძლება მოულოდნელად შემცირდეს. 


სამშაბათს ინვესტორები მიიღებენ მეტ ინფორმაციას,  დაცემა კრიზისის შედეგი იყო თუ საქმე სხვა მიზეზებთან გვაქვს.  კომპანიისთვის, რომელმაც გაყიდვები 28 პროცენტით, 233,7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, უახლოესი ფისკალური წლის განმავლობაში საფონდო რყევები რთული აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ვარდნა აქციების და  ნავთობის გაუფასურების და ჩინეთის ეკონომიკის შესუსტების შედეგი იყოს. 


Apple–ი სულ უფრო დამოკიდებული ხდება iPhone-ის გაყიდვების ზრდაზე მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სასტარტო შემადგენლობა გასულ წელს გაფართოვდა და მოიცავს Apple Watch–ს, new Apple TV–სა და Apple Music–ს. iPhone–ი ამ დრომდე რჩება კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტად და ყველაზე მსხვილ „ფულის მომტანად“. გასული წლის მონაცემებით, სმარტფონზე Apple–ის შემოსავლების 66% მოდის. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 50% იყო. 


 

ინვესტორებს აშინებს Apple-ის დამოკიდებულება  iPhone-ზე და იმის შესაძლებლობა, რომ გაყიდვები შეიძლება შენელდეს, განსაკუთრებით ჩინეთში.


თუმცა მაინც  არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ iPhone–ის გაყიდვები შეიძლება შენელდეს. ანალიტიკოსების ნაწილის განცხადებით Apple-მა ტელეფონის კომპონენტების შეკვეთები გარკვეული მომწოდებლებისგან შეამცირა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია Cirrus Logic Inc. რომელიც აუდიო კომპონენტების 60%–ზე მეტს Apple-ისთვის ამზადებს, დაგეგმილ შემოსავლებს ვერ მიიღებს. კომპანიამ აქციონერები უკვე გააფრთხილა, რომ მობილურ პროდუქტებზე სუსტი მოთხოვნის გამო პროგნოზები უნდა შემცირდეს. 




მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up