მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Apple-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელი მოიგო. ამის შესახებ Business Insider წერს.
გამოცემის ცნობით, მსოფლიო ბრენდი ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის. ევროსასამართლომ, ამ საკითხზე ევროკომისიის მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ირლანდიის რბილი საგადასახადო რეჟიმის გამო Apple ბაზრის სხვა მოთამაშეების მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
როგორც Business Insider წერს, 2018 წელს Apple-მა ირლანდიის საგადასახადო სამსახურის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დაიწყო, იმ იმედით, რომ წარმატებული აპელაციის შემთხვევაში ფულს უკან დაიბრუნებდა.
ირლანდიის საგადასახადო სამსახურმა, Apple-თან გადასახადების შესახებ 1991 წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა. ევროკომისიის მტკიცებით, 2014 წელს ირლანდიას მოგებიდან 0,005%-ს, როცა ქვეყანაში მოგების გადასახადი 12%-ია.
imedinews.ge