Apple-ი პოლიციასთან კომუნიკაციისთვის სპეციალურ სერვისს ქმნის

Apple-ი პოლიციასთან კომუნიკაციისთვის სპეციალურ სერვისს ქმნის

access_time2018-09-08 12:00:31

Apple-ი პოლიციის მიერ თავისი მომხმარებლების პირადი მონაცემების მოთხოვნების მისაღებად სპეციალურ ონლაინ-სერვისის აამოქმედებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს, რომელიც კომპანიის მთავარი იურიდიული კონსულტანტის, კეიტ ადამსის დემოკრატი სენატორისთვის, შელდონ ვაითჰაუსისთვის გაგზავნილ წერილს გაეცნო.

ახლა Apple პოლიციისგან მოთხოვნებს ელექტრონული ფოსტით იღებს. 2017 წელს კომპანიამ 14 ათასს ასეთ წერილს უპასუხა, ამასთან ამას წერილის მიღებიდან საშუალოდ 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.

სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით, Apple-ი მათ მომხმარებლების ზოგიერთ მონაცემებს აწვდის, კერძოდ იმას, რომელიც iCloud-ის სერვისში ინახება. იმავდროულად, პოლიციის და სპეცსამსახურების მოთხოვნით კომპანია კლიენტების აიფონების გატეხაზე უარს ამბობს.

პოლიციასთან ურთიერთქმედებისთვის სპეციალური სერვისის ამოქმედება წლის ბოლომდე იგეგმება და ის მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლების გაწვრთნისთვის კომპანია ონლაინ-კურსს შეიმუშავებს, რომლითაც სამართალდამცველებს ასწავლიან თუ რა მონაცემების მოთხოვნა შეუძლიათ მათ და როგორ უნდა გააკეთონ ეს.

წერილის შინაარსის შესახებ Apple-მა კომენტარი არ გააკეთა.

2016 წელს, Apple-მა FBI-ის უარი უთხრა ამერიკულ ქალაქ სან-ბერნანდინოში ტერაქტის მომწყობი საიედ ფარუკის აიფონის გატეხაზე. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ტელეფონების სხვა მფლობელე საფრთხეს შეუქმნიდა. საბოლოო ჯამში, ბიუროს თანამშრომლებმა ფარუკის აიფონის გასატეხად ჰაკერები დაიქირავეს.


Imedinews



თეგები:
Apple



უორენ ბაფეტმა 4 მლრდ. დოლარი ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო

უორენ ბაფეტმა  4 მლრდ. დოლარი  ბანკ JPMorgan Chase-ში ჩადო
access_time2018-11-16 20:30:54
უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მა  4 მლრდ,. დოლარი ბანკ  JPMorgan Chase-ში ჩადო, რითიც  ამ ფინანსური ინსტიტუტის აქციათა 1%-ს მფლობელი გახდა - თუმცა ეს არ აძლევს ბაეფტის ჰოლდინგს ბანკის უმსხვილეს 5 ინვესტორთა სიაში მოხვედრის საშუალებას -  იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. ზოგადად კი, კომპანია უკვე კარგა ხანია იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს საბანკო სექტორისადმი  - ამ დროისთვის Berkshire...

დავა „დაჩაგრულებზე - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა

 დავა „დაჩაგრულებზე  - მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა თანხები პროექტზე, რომელიც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით შეიქმნა
access_time2018-11-16 19:30:42
 „თბილისის მერიისა და შერიგების სამინისტროს მიერ ინიცირებული კომიქსი „დაჩაგრულები, რომლის შესაქმნელადაც ბიუჯეტიდან 68 791 ლარი გამოიყო, არ დაბეჭდილა “, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.   მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანების უმეტესობა გამქრალ ფულზე და დაუბეჭდავ კომიქსზე წერდა.   ფლანგვის დეტექტორმა საკუთარ...

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა

პირველად 1 წლის განმავლობაში, ბიტკოინი $6,000-ს ჩამოსცდა
access_time2018-11-16 18:20:27
ბიტკოინის ფასი 10%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მისი ღირებულება ამჟამად $5,500-ს შეადგენს. ბიტკოინის პარალელურად, მკვეთრი ვარდნა განიცადეს სხვა წამყვანმა კრიპტოვალუტებმა: რიპლი (-9.56%-იანი გაუფასურება, $0.45); 2. ეთერიუმი (-13.75%-იანი გაუფასურება, $175); 3....

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს
access_time2018-11-16 17:30:11
საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ...

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ

IMF ჩაშლილ ტენდერებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოში კი ელექტრონულ შესყიდვებს კორუფციის საუკეთესო საშუალებად აფასებენ
access_time2018-11-16 16:30:01
„საქართველოში ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა და შესყიდვების პროცესში არსებული საჩივრების რაოდენობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს „- ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ქვეყანაში არსებული ვითარება.   სახელმწიფო ტენდერები ერთ-ერთი აქტუალური და სადავო საკითხია, რაზეც ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია,...


მსგავსი სიახლეები

up