კომპანია Apple-ი ფილმის მწარმოებლებს უკრძალავს კომპანიის პროდუქცია ფილმში უარყოფითმა გმირებმა გამოიყენონ. წერს theguardian.
ამის შესახებ Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა კინორეჟისორმა რაიან ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონი ცნობილია, როგორც „უკანასკნელი ჯედაის“, „ვარსკვლავური ომების“ (მერვე, გაგრძელების ტრილოგიაში) მეორე ფილმის რეჟისორი.
„კომპანია Apple საშუალებას გაძლევთ „აიფონი“ გამოიყენოთ ფილმებში, თუმცა უარყოფით გმირებს აკრძალული აქვთ ფილმში ამ პროდუქტის გამოყენება“, - განაცხადა რეჟისორმა.
კომპანია Apple დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარი ბრენდის იმიჯს და მკაცრად აკონტროლებს თუ როგორ გამოიყენება მისი პროდუქტი დიდ ეკრანებზე.
აღსანიშნავია, რომ ცნობილ სერიალში „24 საათი“ დადებითი გმირები Macs იყენებდნენ, ხოლო უარყოფითი გმირები კი Windows PC-ს.
imedinews